in

YouTube მშობლებისთვის ახალ ფუნქციას უშვებს

veon
veon

მეტი უსაფრთხოებისთვის YouTube მშობლებს კიდევ ერთ ფუნქციას სთავაზობს — ახლა თავიანთი ანგარიშის თინეიჯერი შვილის ექაუნთთან დაკავშირება შეეძლებათ იმ მიზნით, რომ მეტი გაიგონ შვილების აქტივობების შესახებ პლატფორმის მასშტაბით. ხოლო, როგორც კი დაკავშირდება, მშობლები შეტყობინებებს შვილის არხის აქტივობების შესახებ მიიღებენ, რაც მოიცავს ატვირთვების რაოდენობებს, გამოწერებსა და კომენტარებს, თუმცა არა, კონტენტს… ისინი ელ.ფოსტითაც მიიღებენ შეტყობინებებს, მაგალითად როცა Live-ში იქნება ჩართული ან რაღაც ახალს ატვირთავს. 

თუმცა, როგორც ამბობენ, ანგარიშების დაკავშირება არ იმოქმედებს YouTube-ის ალგორითმზე იმ კუთხით, თუ რა კონტენტს აჩვენებს თინეიჯერს. ამასთან, მშობლებს არ ექნებათ შესაძლებლობა, YouTube-ს ბავშვის რეალური ასაკი უთხრან ექაუნთების დაკავშირების შედეგად, რადგან პლატფორმა თავდაპირველად შეყვანილ ასაკს მიიჩნევს ჭეშმარიტად.

მიუხედავად ამისა, მშობლები ახალი ატვირთვების შესახებ ინფორმაციებს როგორც YouTube-ზე, ისე YouTube Shorts-ზე მიიღებენ. Private ვიდეოც რომ იყოს მაშინაც და იმის ნახვაც კი შეეძლებათ, თუ ვიდეოს კონფიდენციალურობის პარამეტრებს შეცვლიან. 

ამასთან, მშობლები Common Sense Networks-ის მიერ შექმნილ წყაროებზე მიიღებენ წვდომას, რათა თინეიჯერებს პასუხისმგებლიანი კონტენტის შექმნაში დაეხმარონ. მეტიც, კომპანია Youth and Families Advisory Committee-სთან ერთად მუშაობს ახალი ფუნქციების განვითარებაზე.

აღნიშნული ფუნქცია კი გლობალურად ამ კვირაში ჩაეშვება და ეტაპობრივად ყველასთვის გახდება ხელმისაწვდომი. მშობლები თავიანთი ანგარიშების შვილების ანგარიშებთან დაკავშირებას ახალი Family Center Hub-ის საშუალებით შეძლებენ აპლიკაციაში. იგი YouTube-ის მშობლების ფუნქციათა ნაკრებს დაემატება, რომელიც ჯერ კიდევ 2021 წელს გაგვაცნეს…

ნუ გამოტოვებ 60%-ამდე ფასდაკლებას ტექნიკაზე!

წარმატება დიპლომის გარეშე – ევან უილიამსის ისტორია, Twitter & Medium