იუთუბზე პირველი ვიდეოს ატვირთვიდან ორი ათწლეულის გასვლის შემდეგ, გლობალური მარკეტინგული იდენტობის განახლების დრო დადგა. რებრენდინგი დღევანდელი კონტენტის პლატფორმების ნაცნობ გამოწვევას პასუხობს. პლატფორმა კი ყველგანაა, მაგრამ ასე არსად ყოფნის რისკის ქვეშაც დგება, ამიტომაც გახდა მნიშვნელოვანი იმგვარი დიზაინის შექმნა, რომელიც ბრენდის ყოველ მხარეს ერთიან სისტემად წარმოაჩენდა.
ცენტრალური იდეა საკმაოდ მარტივად ჟღერს, სურდათ, სიცოცხლე შეეტანათ პლატფორმაში, დინამიკური სისტემა შეექმნათ, რომელიც ნამდვილ კონტენტს, კულტურასა და მომენტებს პასუხობს, ზუსტად ასახავს იმას, რასაც ადამიანები განიცდიან პლატფორმაზე. თუმცა ყველაფრის ნულიდან დაწყების ნაცვლად, საკულტო ფერები, წითელი, თეთრი და შავი შეინარჩუნეს, UI ელემენტებთან ერთად, როგორებიცაა სათამაშო ზოლი, Like, Subscribe, Share…

ცვლილება ელემენტების ქცევაში შეინიშნება, ისინი ახლა უფრო მეტად გამომხატველობითია და იმ კონტენტსაც შეესაბამება, რომელსაც პლატფორმაზე ვხვდებით.

აქვე ახალი შრიფტიც გვხვდება YouTube Display-ის სახით, რომელიც Sharp Type-თან ერთად განავითარეს. ინსპირაცია თავად პლატფორმის ლოგოს გეომეტრია გახლდათ…

ილუსტრაციებიც ხელახლა წარმოგვიდგინეს, რაზეც უკვე Gesture Systems-თან ერთად იმუშავეს და სიცხადე ცნობისმოყვარეობასთან დააბალანსეს. მარტივი, გაბედული ფორმებით მხიარული დეტალები შემოგვთავაზეს.

ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება კი მოძრაობაში იკვეთება — იუთუბმა პირველად წარადგინა ე. წ. მოუშენ იდენტობა, რომელიც რეალური კონტენტის რიტმს ასახავს. მაგალითისთვის, Camera Shake ხელის ბუნებრივი მოძრაობის იმიტაციას ახდენს… ამგვარად, „ბრენდი სტატიკური აღარ არის. რეალურ კონტენტსა და კულტურაზე რეაგირებს. ვითარდება ახალ პროდუქტებთან, ტექნოლოგიებთან და აუდიტორიებთან ერთად, რადგან იუთუბი წინ სვლას განაგრძობს“.












