in

YouTube-ის მობილურ აპლიკაციას ახალი ფუნქციები ემატება

veon
veon

„ყველაზე“ ტიპის შეფასება ძალიან სუბიექტურია, მაგრამ თანამედროვე ადამიანის ჭრილიდან თუ განვიხილავთ, სამ ყველაზე ცუდ შეგრძნებას ასე გამოვყოფთ: დაფაზე ფრჩხილების ფხაჭუნის ხმა; გაღვიძება და იმის გაცნობიერება, რომ მაღვიძარა არ დაგიყენებია; და იუთუბის ვიდეოს შემთხვევით გადახვევა, თან არც ის გახსოვს, რომელ წუთზე იყავით…

გადაჭარბებულია, მაგრამ ვაღიაროთ, მართლა ძალიან ცუდი მომენტია — მინიმუმ, ნერვებისმომშლელი. ჩამონათვალში უკანასკნელი პრობლემის გადასაჭრელად, YouTube-ზე ახალი ფუნქციები დაინერგა, რომლებიც სხვა საკითხებსაც აგვარებს. მთავარი აქცენტი კი იმისკენაა მიმართული, თუ როგორ ვუყურებთ ვიდეოებს — განსაკუთრებით სმარტფონში.

კონკრეტულად რომ განვიხილოთ, ახალი ფუნქციის მეშვეობით, მარტივად დაუბრუნდებით იმ წერტილს, სადაც ბოლოს იყავით გაჩერებული. ამისათვის ცერა თითით გადაახვევთ ვიდეოს, საწყის წერტილთან მისვლისას კი ვიბრირებას დაიწყებს. ასევე, შესაძლებელია 2x სიჩქარით ყურება, რათა ძალიან დიდი ვიდეო შედარებით ნაკლებ დროში ნახოთ.

და კიდევ ერთი მთავარი ფუნქცია ის არის, რასაც მომხმარებლები წლების განმავლობაში უიმედოდ ითხოვდნენ მომხმარებლები. როგორც ამბობენ, ამიერიდან მობილურზე შესაძლებელი იქნება ვიდეოს ყურებისას სმარტფონის დაბლოკვა და იმედია, ეს პრემიუმ გამომწერებს გარეთაც გავრცელდება.

როგორ პასუხობენ ცვლილებებს Netflix, NBA და Lego?

მეცნიერებმა ბუნების „დაკარგულ კანონს“ მიაგნეს