YouTube არის ადგილი, რომელიც მოსწონთ როგორც დიდ ბრენდებს, ისე კონტენტის შემქმნელებს. ამას ორი მიზეზი აქვს: უზარმაზარი პოტენციური აუდიტორია და ნებისმიერი სოციალური პლატფორმის კონტენტის მონეტიზაციის ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი პროგრამა.
თუ გსურთ, გაიგოთ, შეეფერება თუ არა თქვენი კონტენტი YouTube-ის უახლეს პრაქტიკას, ეს სტატია შეიძლება დაგეხმაროთ.
დააკვირდით არხის სახელწოდებას
თუ ახლა ქმნით არხს, დააკვირდით, როგორ სახელწოდებას არჩევთ მისთვის. მთავარი, რაც უნდა გაითვალისწინოთ, ისაა, რა ტიპის კონტენტის განთავსებას აპირებთ მასზე.
YouTube-ზე საუკეთესო სახელი უნდა შეიცავდეს:
- თქვენი კომპანიის ან პირად სახელს
- სიტყვას ან ფრაზას, რომლითაც მარტივია მისი კატეგორიზაცია
- მოკლეა და ადვილია სათქმელად
აქვე იმასაც გეტყვით, რომ თავად პლატფორმა გთავაზობთ სახელების გენერატორს, ამიტომ შეგიძლიათ, AI-ს სთხოვოთ თქვენთვის ვერსიების შემოთავაზება.
შექმენით ნიშური კონტენტი
ნიშის არჩევა არც ისე მარტივია. შეიძლება ფიქრობდეთ, რომ უკვე იცით, რაზე გსურთ კონტენტის გაკეთება, მაგრამ გავიდეს დრო და ერთ დღეს, უბრალოდ, დაგეზაროთ ახალი ვიდეოს გადაღება და დადება. ამიტომ, სანამ ნიშაზე ჩამოყალიბდებით, ამ რამდენიმე კითხვაზე დაფიქრდით:
- რაზე დავხარჯავდი დიდ დროს სიამოვნებით?
- რაზე შემიძლია საათობით ვესაუბრო ჩემს მეგობრებს?
- თავისუფალ დროს რას ვეძებ/ ვუყურებ/ვსწავლობ ინტერნეტში?
ბიზნესის შემთხვევაში, პირველი კითხვა, რაც უნდა დასვათ, არის: რას აკეთებს თქვენი ბიზნესი? თქვენი პროდუქტი თქვენივე ნიშაა.
თქვენი არხის ოპტიმიზაცია
მაშინაც კი, თუ ჯერ არც ისე ბევრი გამომწერი გყავთ, იზრუნეთ იმაზე, რომ თქვენი არხი ტექნიკურად გამართული იყოს. ამისთვის დაგჭირდებათ:
- პროფილის ფოტო (ბრენდის შემთხვევაში, ეს უნდა იყოს ლოგო)
- არხის აღწერა: ახსენით, რას ეხება თქვენი არხი, ან გამოიყენეთ YouTube არხის აღწერილობის გენერატორი
- ბმულები / საკონტაქტო ინფორმაცია: დაამატეთ თქვენი სხვა სოციალური ქსელების ბმულები, ასევე ელ.ფოსტის მისამართი ან ვებსაიტი, რათა ხალხი მარტივად დაგიკავშირდეთ
- ვიდეო watermark-ი: კარგი იქნება, თუ ყველა ვიდეოს კუთხეში თქვენი ლოგო იქნება პატარა ნიშანივით
- გამორჩეული ვიდეო: აირჩიეთ სრულყოფილი გაცნობითი ვიდეო, რომელიც თქვენი არხის ზედა ნაწილში შემოსულ მომხმარებელს გამოუჩნდება
- დაადასტურეთ თქვენი არხი: ვერიფიკაცია მნიშვნელოვანია, რათა გამომწერები მარტივად ენდონ თქვენს არხს
ყველა ამ ცვლილების განხორციელება შეგიძლიათ YouTube Studio-ში.
დააყენეთ გამოქვეყნების თანმიმდევრული გრაფიკი
თუ გსურთ, გაზარდოთ YouTube არხი, უნდა იყოთ თანმიმდევრული. ეს ნიშნავს გამოქვეყნების რეალისტური გრაფიკის დადგენას და მის დაცვას. ბევრი ფიქრობს, რომ რაც უფრო მეტ ვიდეოს განათავსებს, უკეთესია, მაგრამ სინამდვილეში, უფრო მნიშვნელოვანი თანმიმდევრულობის დაცვაა.
ყოველი მომდევნო წინაზე უკეთესი უნდა იყოს
შეიძლება პირველი ვიდეოები არც ისე კარგი გამოგივიდეთ, მაგრამ ყოველი მომდევნო წინაზე უკეთესი უნდა იყოს. გამომწერებმა უნდა შეამჩნიონ, როგორ იხვეწება ვიდეოები დღიდან დღემდე. ცადეთ ახალი სათაური, ფონური მუსიკა, რედაქტირების პროგრამა და სხვა სიახლეები.
დააყენეთ მიმზიდველი მთავარი ფოტო
მილიწამში შეიძლება გადაწყვიტოს ერთმა ფოტომ თქვენი ვიდეოს ბედი. ზოგიერთი შემქმნელი 2 საათზე მეტს ხარჯავს ერთი ესკიზის შესაქმნელად. მთავარი ფოტო, რომელიც ვიდეოს ადევს, იმდენად ხარისხიანი და კარგი უნდა იყოს, რომ ხალხს სათაურის წაკითხვაც კი არ დასჭირდეს იმის გასაგებად, თუ რაზეა ვიდეო.
შეგიძლიათ, გამოიყენოთ რამდენიმე რჩევა: ლოგო, ხატულა, მინიმალისტური ტექსტები, დაამატეთ კრეატიული ელემენტები თვალის მოსაქცევად, როგორიცაა ხელით შესრულებული ნახატი, ნეონის განათება და ა.შ.
მოახდინეთ თქვენი ვიდეოების ოპტიმიზაცია
YouTube არის საძიებო სისტემა, რომელსაც ვიდეოების მოძებნა შეუძლია. ეს ნიშნავს, რომ თქვენ უნდა გამოიყენოთ YouTube SEO-ის ტაქტიკა, როგორიცაა ფოკუსირებული საკვანძო სიტყვების გამოყენება, რაც დაგეხმარებათ თქვენი ვიდეოების გამოჩენაში.
საკვანძო სიტყვები ეხმარება YouTube-ის ალგორითმს გააცნობიეროს, თუ რას ეხება თქვენი ვიდეო. როცა მომხმარებელი ჩაწერს ამ სიტყვებს საძიებო ველში, თქვენი ვიდეო გამოჩნდება ერთ-ერთ პირველ შეთავაზებებში.