Youtube-ზე არაერთი გაკვეთილი დევს და ბევრი, ჩვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ ინფორმაცია სწორედ მისი მეშვეობით შეგვიძლია მივიღოთ. მისი ასორტიმენტი იმდენად ფართოა, რომ ალბათ არ არსებობს სფერო, რომელზეც youtube-ს ინფორმაციის მოწოდება არ შეუძლია. აქ უამრავი კომპანია, სასწავლებელი თუ კერძო პირია დარეგისტრირებული, რომელიც თავის ცოდნას სიამოვნებით უზიარებს მაყურებლებს. უნდა აღინიშნოს, რომ კონტენტი იმდენად დიდია, ზოგჯერ რთულია, გავარჩიოთ ერთმანეთისგან პროფესიონალური და სამოყვარულო კურსები.
მარკეტინგის მიმართულებით youtube-ზე ბევრ ვიდეომასალას იხილავთ, თუმცა ვეცადეთ, დაკვირვებით მოგვეკვლია, რომელი მათგანია უფრო სანდო წყარო და რომელი გვაძლევს საშუალებას, რომ მარკეტინგის შესახებ დეტალური ცოდნა მივიღოთ, როგორც ახალბედა, ისე გამოცდილმა მარკეტერებმა.

პეტ ფლინი ერთ-ერთი ცნობილი და პატივსაცემი მარკეტერია მსოფლიოში. მისი ბლოგი პოპულარობით სარგებლობს მარკეტერებში და ხშირად ხდება ინსპირაციის წყარო ამ სფეროს მიმდევრებისთვის. მოცემულ მომენტში მას 364,000 გამომწერი ჰყავს.
ძირითადი თემები, რომლებსაც პეტი ეხება, ონლაინ მარკეტინგს ეხება. ის აზიარებს ტექნიკასა და სტრატეგიებს, თუ როგორ მართოთ თქვენი ბიზნესი ეფექტურად. ასევე ხშირად ეხება მარკეტინგის ტრენდებსაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ სფეროში. ზოგჯერ პეტ ფლინთან პროდუქტიულობის გაზრდის შესახებაც ნახავთ ვლოგებს.
ნოა კაგანი თავად არის მეწარმე, რომელმაც რამდენიმე წარმატებული კომპანია შექმნა. მისი არხი მარკეტინგულ ექსპერიმენტებზეა ორიენტირებული. ის პერიოდულად ინტერვიუებსაც გვთავაზობს სხვა მეწარმეებთან. ნოას 414,000 გამომწერი ჰყავს youtube-ზე.

თუ თქვენი ციფრული არხების სწორად მართვა და ამ თემაზე სასარგებლო ინფორმაციის მიღება გსურთ, მაშინ ეს არხი გამოგადგებათ. აქ იხილავთ როგორც მარკეტინგის გაკვეთილებს, ისე ინტერვიუებს ამ სფეროს წარმომადგენლებთან. მოცემულ ვიდეოებში ნახავთ დისკუსიებსა და რჩევებს, თუ როგორ გაიკვლიოთ გზა სოციალური მედიის დიდ სამყაროში.
გუნდი, რომელიც ამ არხზე მუშაობს, ორიენტირებულია იმაზე, რომ მათი გაკვეთილები გამოადგეთ როგორც დამწყებ, ისე გამოცდილ მარკეტერებს. ძირითადი მასალა ციფრული მარკეტინგის კონცეფციებს დეტალურად ეხება. ვიდეოები იწყება მარკეტინგის საფუძვლებით და მიდის უფრო რთული საკითხებისაკენ. მოცემულ მომენტში არხს 206,000 გამომწერი ჰყავს.
ეს არხი უზრუნველყოფს კურსებს ციფრული მარკეტინგის მიმართულებით, რომელიც დღეს საკმაოდ მოთხოვნადია. აქ განთავსებულია ვიდეოები, რომლებიც მარკეტინგის საერთაშორისო სტანდარტებზე გვეუსაუბრება, გვასწავლის სოციალურ მედიას, google analytics-ს, მომხმარებლისა და მყიდველის ქცევას და ა.შ.
გარდა უცხოური youtube არხებისა, უნდა აღვნიშნოთ, რომ ქართული კონტენტიც არსებობს. იუთუბზე შეხვდებით ქართული სასწავლო ცენტრების ვიდეომასალას, ცალკეულ ტრენინგებსა თუ მთლიან კურსს, რომელიც მარკეტინგის შესახებ საინტერესო მასალას მოგაწვდით.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი











