in ,

YouTube-ს ახალი ლოგო აქვს!

მსოფლიოს უმსხვილესმა ვიდეოპორტალმა YouTube, პირველად, დიდი ხნის მანძილზე, შეცვალა ლოგო და ხატულა. ესაა მხოლოდ მცირე ნაწილი იმ სიახლეებისა, რასაც კომპანია გეგმავს და ფაქტობრივად, არსებობის 12 წლის მანძილზე, ყველაზე ევოლუციური ეტაპის დასაწყისი. პორტალის ლოგოში Tube აღარ იქნება მოთავსებული ჩართვის ღილაკზე და პორტალის დასახელების გვერდით ვიხილავთ. შეიცვალა აპლიკაციის ხატულას დიზაინიც, სადაც ჩართვის თეთრი ღილაკი წითელ ფონზე გამოჩნდება. ცვლილებები განპირობებულია იმით, რომ კომპანიას აღარ სურს ასოცირდებოდეს პორტალად, სადაც მხოლოდ ვიდეორგოლების განთავსებაა შესაძლებელი, არამედ, გეგმავს იქცეს ტელემოყვარულებისა და გეიმერების თავშეყრის საყვარელ ადგილადაც. როგორც კომპანიის წარმომადგენელი ნილ მოჰენი აღნიშნავს: “ჩვენ გვსურს YouTube ფუნქციონალობის ახალ დონეზე ავიყვანოთ და ნებისმიერი მოწყობილობით სარგებლობისას მაქსიმალურად კომფორტული გავხადოთ”.

BOG
BOG

 

ცვლილებებია მობილურ აპლიკაციაშიც, შეცვლილია cleaner-ის დიზაინი, ჰედერი, ხოლო ნავიგაციის ღილაკების შეცვლილი პოზიცია აადვილებს აპლიკაციით სარგებლობას. გამარტივებულია ვიდეოების გადახვევისა და გადართვის მექანიზმიც.

სრული აურზაური და დიდი მხიარულება ქალთა გასახდელში – Kari Traa-ს სამოტივაციო რგოლი

სადამდე მივყავართ ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში მართვას? – KIA-ს ორიგინალური პრინტი