in ,

„ძილის დროა“ – ამას მალე YouTube შეგახსენებთ!

YouTube ახალ ფუნქციას, „ძილის შემხსენებელს“ ამატებს. ეს მათთვისაა, ვინც თითქმის მთელი ღამე „ონლაინ“ არის და ძალიან გვიან, ან საერთოდ, დილით იძინებს. „რემაინდერი“ უკვე არსებულ, “take a break” პლატფორმას ემატება.

ეს ფუნქცია, ალბათ, საქართველოშიც ძალიან აქტუალური იქნება. მით უმეტეს, საგანგებო მდგომარეობის პირობებში, როცა, თითქმის, ყველანი სახლებიდან ვმუშაობთ და ე.წ. work and life ბალანსის დაცვა გვიჭირს. მართლია, 23 მაისიდან, „კომენდანტის საათი“ და სხვა შეზღუდვების ნაწილი იხსნება, მაგრამ დისტანციურად მუშაობა, როგორც ჩანს, ბევრს, კიდევ რამდენიმე ხანს მოგვიწევს.

„თქვენ შეგიძლიათ, „სეთინგებში“ დააყენოთ შეხსენების დრო (კონკრეტულ საათზე შეგახსენებთ, რომ ძილის დროა). ასევე მიუთითოთ, ზუსტად იმ მომენტში გაგეთიშოთ ვიდეო, თუ მისი დასრულებისას. გარდა ამისა, შეგიძლიათ, გამოტოვოთ ან შეცვალოთ „რემაინდერში“ უკვე მითითებული დრო“.

YouTube-ში ამბობენ, რომ ახალი ფუნქცია უკვე დაემატა Android-ისა და iOS-ის სისტემებს, თუმცა, ეს უფრო სატესტო რეჟიმია. სრული დატვირთვით, „რემაინდერი“, ყველასათვის ხელმისაწვდომი, რამდენიმე დღეში იქნება.

წყარო: The Verge

„მანანას, ნანის, გულიკოს, ლალის და მზიას შრომა“ – ქართული წვენის ბრენდინგ კონცეპტი

Boston Dynamics-ის რობოძაღლი Spot ცხვრებს მწყემსავს [ვიდეო]