in ,

YouTube-მა “კანის ლომების” ყველაზე ნახვადი რეკლამების სია გამოაქვეყნა

YouTube-მა გასული წლის ყველაზე ნახვადი რეკლამები მოძებნა. ვიდეორგოლების გამაერთიანებელი ტრენდებია ტექნოლოგიები, ემოციები და ცნობილი სახეები. რეიტინგი YouTube-მა “კანის ლომების” ფესტივალთან დაკავშირებით გამოაქვეყნა. სიაში ის ვიდეორგოლები შედის, რომლებიც 2018 წლის ფესტივალიდან 2019 წლის 1 ივნისამდე შეიქმნა. რეკლამების ოპტიმალური ქრონომეტრაჟი 46 წამს შეადგენდა. როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, მაყურებლები ვიდეოს ბოლომდე ყურებას პირველი ხუთი წამის განმავლობაში წყვეტენ. ამიტომ, ბრენდებს უწევთ მოიფიქრონ, როგორ შემოატრიალონ სიუჟეტი მიმზიდველად და საინტერესოდ, რომ რაც შეიძლება დიდხანს მიიპყრონ მაყურებლის ყურადღება. სიუჟეტის გაგრძელება ტემპის აჩქარებით ხდებოდა, მოულოდნელი სიტუაციები და ხშირი კულმინაციები – ეს ის ფაქტორებია, რამაც კონკრეტული რეკლამებისთვის ნახვების დიდი რაოდენობა უზრუნველყო. საერთო ჯამში, ვიდეორგოლებს 276მლნ-ჯერ უყურეს, რაზეც მაყურებელმა 388მლნ წუთი დახარჯა.

მსოფლიო წარმატების თვალსაზრისით, პირველ სამ ადგილს ინაწილებენ კამპანიები ბრაზილიიდან, ეგვიპტიდან და აშშ-დან, მათ შემდეგ კი, ვიეტნამი და ინდოეთი მოდის. ვარსკვლავების ჩართულობის მხრივ, ამ წელს, გამარჯვებულ რეკლამებში გამოჩნდა ჰარისონ ფორდი, K-pop Blackpink, “ლეგოს” მულტფილმის პერსონაჟები… ემოციებს რაც შეეხება, მაგალითად, Bosch-მა ვიდეორგოლში მუსიკალური პაროდია გამოიყენა, Nike-მა კი – სამოტივაციო ისტორიები. ორიოდე სიტყვით ტექნოლოგიებზე: Apple და Samsung ყურადღების ცენტრში თავიანთ პროდუქტებს აყენებენ და სამომხმარებლო აუდიტორიას მიმართავენ.

Coca Cola: Vai no Gás

Amazon: Not everything makes the cut

https://www.youtube.com/watch?v=8y-1h_C8ad8

Orange: Orange Go

LG Vietnam

Apple: iPhone XS 

https://www.youtube.com/watch?v=WI9E_z7XHPA

Shopee: Shopee-ის სადაბადებისდღეო ფასდაკლება Blackpink

https://www.youtube.com/watch?v=USSiiUB1W0g

Turkish Airlines: LEGO წარმოგიდგენთ უსაფრთხოების ვიდეოს

https://www.youtube.com/watch?v=C2hCN6cVuqM

Nike: იოცნებე გიჟურად

https://www.youtube.com/watch?v=Fq2CvmgoO7I

Bosch: #LikeABosch

Galaxy Note9: Fortnite Supply Drop

Google, მომხმარებელს, ვიდეო თამაშის შექმნას უფასოდ ასწავლის

გადაიღე ხვალინდელი დღე! – სერფინგის ჩემპიონის ისტორია Nikon-ის რეკლამაში