in

YouTube საკუთარ კონტენტს ყველასთვის ხელმისაწვდომს ხდის

Youtube თავისი ორიგინალური კონტენტის სტრატეგიას ცვლის. 2019 წლიდან საკუთრივ YouTube-ის მასალების ხილვა უფასოდ იქნება შესაძლებელი. აქამდე არსებობდა ფასიანი ფლატფორმა, რომლის მეშვეობითაც გამომწერებს ამ მასალების: სხვადასხვა შოუებისა თუ ფილმების ყურება შეეძლოთ. ეს პლატფორმა 2015 წელს დაარსდა და მას ერქვა “YouTube Red”, წინა წელს კი რებრენდინგის შემდეგ “YouTube Premium” ეწოდა. აღსანიშნავია, რომ მსგავს კონტენტებზე Amazon და Netflix უამრავ მილიარდს ხარჯავენ, რის გამოც, მათ YouTube ბევრად ჩამოუვარდება. შესაბამისად, კომპანიამ გადაწყვიტა, საკუთარი რესურსები სწორად მიმართოს.

BOG
BOG

წყარო: Mashable.com

“მხევლის წიგნის” გაგრძელება 2019 წელს გამოვა

Domenebi.ge Google Gmail-ის პარტნიორი გახდა