in

YouTube Shorts-ისთვის კონტენტს პლატფორმის გრძელი ვიდეოებიდან ამოჭრით

veon
veon

YouTube Shorts, TikTok-ის ძალიან წარმატებული კონკურენტია. თუმცა იუთუბი კვლავ გრძელი კონტენტის სინონიმია. ამის გამოსწორების მიზნით, პლატფორმა სრულიად ახალ ინსტრუმენტს ავრცელებს, რომელიც მის მომხმარებლებს გრძელი ვიდეოებიდან 60-წამიანი კლიპების ამოღებასა და YouTube Shorts-ისთვის კონტენტის სწრაფად შექმნაში ეხმარება.

„გვსურს, შემქმნელებს იმის შესაძლებლობა მივცეთ, რომ ადვილად ამოჭრან კონკრეტული მომენტი, ადვილად დაარედაქტირონ და მაყურებლებისთვის საინტერესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი შექმნან“, — აღნიშნავს ვადიმ ლავრუსიკი, YouTube Shorts-ის ხელმძღვანელი.

ეს ახალი ფუნქცია ყველა მობილური მომხმარებლისთვის იქნება ხელმისაწვდომი, iOS და ანდროიდ მოწყობილობებზე. ამისათვის საჭიროა, კონტენტის შემქმნელები თავიანთ არხზე შევიდნენ და შეარჩიონ ვიდეო, რომლის რედაქტირებაც სურთ. ამასთან, გარდა გრძელი ვიდეოების დაჩქარებისა, კრეატორებს შეეძლებათ, მოკლე ვიდეოზე დამატებითი კონტენტიც გამოიყენონ — ეს კი კონტენტის მრავალფეროვნებას შეუწყობს ხელს. თანაც, შესაძლებელია რედაქტირების სხვა ფუნქციების გამოყენებაც, როგორიცაა ფილტრები, ტექსტი და სხვა.

საგულისხმოა, რომ ამ ახალი ფუნქციის ერთ-ერთი ნამდვილად საინტერესო ასპექტი YouTube-ის გრძელი ვიდეოს შემქმნელებისთვის ის არის, რომ იგი წყაროს მასალის ატრიბუციასაც უზრუნველყოფს. თუ მომხმარებელი ამ ფუნქციის გამოყენებით 60-წამიან ვიდეოს ამოჭრის, იუთუბი ავტომატურად აინტეგრირებს მთავარი ვიდეოს ბმულსაც.

„ამ ფუნქციის მნიშვნელოვანი ნაწილია შინაარსის ატრიბუცია და მაყურებლის ცნობიერების ამაღლება ავტორის ვიდეოების ფართო სპექტრის შესახებ. მაყურებელს შეუძლია, მარტივად დააწკაპუნოს ბმულზე გადასასვლელად, საიდანაც ის არის ამოჭრილი“, — განმარტავს ლავრუსიკი. ვინაიდან YouTube Shorts-ის აუდიტორია სრულიად განსხვავდება პლატფორმის მნახველებისგან, ატრიბუცია ნამდვილად დაეხმარება მოკლე შინაარსის მნახველებს ახალი კრეატორები იპოვონ, რომლებიც ხანგრძლივ ვიდეოებს ქმნიან.

ჩელთის ვენახების ღვინო და სიყვარულის ქიმია – როგორი იყო ბრენდის ახლოდან გაცნობა

iSpace-ის გუნდი ბათუმელ მომხმარებლებს სულ მალე ადგილზე მოემსახურება!