in

YouTube Dislike-ების რაოდენობის დამალვას გეგმავს!

ამჟამად ტესტირება იუთუბერებთან მიმდინარეობს

veon
veon

YouTube-მა განაცხადა, რომ მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში ახალ ვიზუალურ განახლებას შემოგვთავაზებს – კომპანიას სურს, კონტენტის შემქმნელებისა და იუთუბ-არხების რეპუტაციის დასაცავად, Dislike-ები დამალოს.

როგორც კომპანია ირწმუნება, Dislike-ის ყველასათვის საჯაროობა შესაძლოა, უარყოფითად აისახოს კონტენტის შემქმნელისადმი ზოგად დამოკიდებულებაზე. როდესაც მომხმარებლები ვიდეოს ხსნიან და ხედავენ, რამდენი “დისლაიქი” აქვს, ხშირად ავტომატურად იქმნება უარყოფითი “ატმოსფერო”… “ძირითადი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ Dislike-ების რაოდენობის ნახვა ამ რიცხვის გაზრდის მოტივაციად იქცევა” – აცხადებენ კომპანიაში.

განახლებულ დიზაინში Dislike-ის ღილაკი კვლავ ჩანს, თუმცა აღარ ჩანს დისლაიქების რაოდენობა. ვიდეოს ავტორები, YouTube Studio-ს მეშვეობით, კვლავ შეძლებენ მათ ნახვას. თავის მხრივ, მსგავსი მიდგომა პირდაპირ უკუკავშირს შეუწყობს ხელს, კრეატიული შედეგების გაუმჯობესების მიზნით.

აღსანიშნავია, რომ პლატფორმა Dislike-თან ერთად, Like-ების რაოდენობის დაფარვასაც გეგმავს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რამდენად განხორციელდება ეს. ამ ეტაპზე ახალი დიზაინის ტესტირება იუთუბერების უკუკავშირზე დაყრდნობით მიმდინარეობს.

ნახეთ: Lilium-მა მფრინავი ტაქსის დიზაინი წარადგინა!

I M – მილანის „ინტერმა“ ახალი ლოგო წარადგინა