YouTube საკუთარ ემოჯის უშვებს, სახელწოდებით YouTube Emotes. მათ მომხმარებლები კომენტარების ველში და ლაივ ჩათებში გამოიყენებენ — როგორც ცნობილია, თავდაპირველი სტიკერები თამაშებზეა ორიენტირებული, მაგრამ დროთა განმავლობაში კიდევ დაემატება სხვადასხვა ვერსია.
Twitch-ის ნაგულისხმევი ემოჯის მსგავსად, იუთუბის ემოციებს სპეციფიკური ავტომატური სისტემა აქვს — ანუ, თუ “:cat-orange-whistling:”-ს აკრეფთ, კომენტარებში შესაბამისი გამოსახულება გამოჩნდება.
„ჩვენ თამაშებისთვის შექმნილი ემოციებით, მაგრამ მომავალში უფრო მეტ სტიკერს შემოგთავაზებთ. ასე რომ, თვალი ადევნეთ სიახლეებს“, — აცხადებს კომპანია.