in

YouTube-მა Trending ღილაკი Explore-ით ჩაანაცვლა

veon
veon

YouTube-მა ოფიციალურად განაცხადა, რომ პლატფორმის მობაილ ვერსიაში, ღილაკი Trending Explore-ით ჩაანაცვლა. Explore ღილაკის მეშვეობით, შეგიძლიათ იპოვოთ ის ვიდეოები, რომლებიც, მიმდინარე მომენტისთვის, დიდი პოპულარულობით სარგებლობს. თუმცა, ეს ერთადერთი ფუნქცია არაა, რომლის გამოყენებაც Explore ღილაკზე დაჭერით შეგიძლიათ. აქ შეძლებთ სასურველი კატეგორიის მიხედვით იპოვოთ აქტუალური ვიდეოები. მაგალითად, შეგიძლიათ აირჩიოთ აქტუალური კონტენტის მოძიება ვიდეოთამაშების, მუსიკის, განათლებისა თუ სხვა კატეგორიებიდან. განახლების მიღება iOS-ისა და Android-ის მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ.

Green Cafe Meetings – სოციალური საღამოები, რომლებიც წალკის მუნიციპალიტეტში იმართება

კორონავირუსის გამო, კამპანია, სადაც ადამიანები თითებს ილოკავენ, შეწყდა – KFC-ს გადაწყვეტილება