YouTube-ზე პირველი თავისივე საკულტო წითელი ფერის ლოგო გვახსენდება, თუმცა, რამდენიმე თვის წინ, მომხმარებლებმა შეამჩნიეს, რომ ფერი განახლდა, უფრო ზუსტად, მეტად ნაზი და ცოტათი მოვარდისფრო გახდა. ფერთა გრადიენტებიც მოექცა ყურადღების ქვეშ… თუმცა, რატომ გადაწყვიტა YouTube-მა ყველასთვის საყვარელი ფერის შეცვლა?
პლატფორმის 20 წლის იუბილეს აღსანიშნად, YouTube-ის დიზაინერებს სწორედ ეს კითხვა დაუსვეს. ქვემოთ კი 6 სპეციალისტის პასუხს გაგაცნობთ, მათ შორის არიან ვიზუალური დიზაინის ხელმძღვანელები რობინ ლი, ემი იპი და ტომ მორანი, დიზაინერი ჯეისი ზო, Motion დიზაინერი დეივიდ ამიცაი და პროდუქტების მენეჯერი ლინდა ჰონგი.
ახლა კი კითხვების დასმის დრო დადგა:
რატომ შეცვალეთ ცნობილი წითელი ფერი, თანაც ასე მოკრძალებულად?
რობინი: ამ განახლების მოგზაურობა YouTube-ის ყველაზე მოძველებული ელემენტების გამოკვლევით დაიწყო, ფერი კი სამეულში მოხვდა. ვიცოდით, რომ პალიტრის განვითარება მყისიერ და მნიშვნელოვან გავლენას იქონიებდა. ეს თუ უზარმაზარი ნახტომი არა, დიდი ნაბიჯია. ჩვენ განვითარება გვინდოდა და არა, რევოლუცია. წითელი ფერი იუთუბის იდენტობის ნაწილია, რომელსაც ფრთხილად უნდა შევხებოდით. ბორბლის ხელახლა გამოგონებას, მისი დახვეწა ვარჩიეთ.
ტომი: პროდუქტებს გამუდმებით ვცლით, ყოველწლიურად 1700 განახლებაზე ვსაუბრობთ, მაგრამ მომხმარებლები ვერ ამჩნევენ მცირე ცვლილებებს. ჩვენ კი აღმოვაჩინეთ, რომ თუ ამ ცვლილებებს დიზაინის განახლებებთან გავაერთიანებთ, ადამიანები შეამჩნევენ, რომ პროდუქტი განვითარდა.
რობინი: იუთუბის 20-წლიანი არსებობის პერიოდში ბევრი წითელი ფერი გვქონდა, უახლესი ცვლილება კი 2017 წელს განვახორციელეთ, თუმცა მცირე პრობლემები ჰქონდა, მაგალითად, ზოგიერთ ეკრანზე სტაფილოსფრად ჩანდა… ამიტომაც, ამის გამოსწორება გადავწყვიტეთ.
ჯეისი: ჩვენ მოვაგვარეთ ტექნიკური საკითხები და შევმატეთ ცოცხალი პერსონალიზმი, გვინდოდა, პატივი მიგვეგო პლატფორმის მემკვიდრეობისთვის და, ამასთან, თანამედროვე ელფერიც შეგვეძინა მისთვის.
ლინდა: გვინდა, ჩვენი პლატფორმა ნებისმიერი დემოგრაფიული ჯგუფისთვის მიმზიდველი იყოს, ამიტომ, თავიდან ვიშორებთ ფერებს, რომლებიც ცივი, დომინანტური და კორპორატიულია.
ემი: ახალი ფერი რომ შეგვექმნა, საკუთარ თავს ვკითხეთ: ასახავს თუ არა ეს ჩვენს ბრენდს? პასუხის საპოვნელად, იუთუბის მისიას მივყევით: Give everyone a voice and show them the world. შემდგომ ფერი შევაფასეთ და აღმოჩნდა, რომ ახალი წითელი ჩვენსავე შემოქმედებით პრინციპებს იზიარებს, ჩართულობასაც წაახალისებს, დინამიკურიცაა და ერთიანობის განცდასაც ბადებს.
როგორც ზემოთ გითხარით, იუთუბის ახალ ფერთან ერთად, გრადიენტიც შემოგვთავაზეს და თუ რა იდგა ამ გადაწყვეტილების უკან, ამაზე რობინი საუბრობს:
„YouTube-ისთვის მოძრაობის განცდა რომ მიგვეცა, ჩვენ შევქმენით დინამიკური წითლიდან მაგენტამდე გრადიენტი. მეორე ფერისთვის სტაფილოსფერი და ყვითელი ძლიერ კონკურენტებს წარმოადგენდა, თუმცა მაგენტა ყველაზე ბუნებრივ წყვილად გვევლინება ახალ წითელი ფერისთვის. საინტერესოა, რომ მაგენტა ხშირად არ გვხვდება ბუნებრივ სამყაროში, მაგრამ წარმოსახვისა და განვითარების სიმბოლოს წარმოადგენს, რომელსაც YouTube განასახიერებს“.
პლატფორმა 20 წლის მანძილზე გამუდმებით რომ ვითარდება, ამის მომსწრენი თავადაც ვხდებით, ამიტომ საინტერესოა: რას შეიძლება ველოდეთ მომავალში?
ლინდა: ყოველთვის ვტესტავთ თითოეულ განახლებას, რათა გავიგოთ, რამდენად თანამედროვედ გამოიყურება, ბოლო ორი წელია ნამდვილად კარგი ჩანაწერები გვაქვს და ახალი ფერებისგანაც ამ გზის გაუმჯობესებას ველით. შემდგომი ჩაშვებისთვის კი გვინდა, ჩვენი დიზაინის სისტემის სხვა ფუნდამენტური ნაწილებიც გავაახლოთ.
ტომი: არ ვიცი, სიტყვებით როგორ უნდა გადმოვცე ის უზარმაზარი ენერგია და ფიქრი, რომელიც ფარდებს მიღმა ხდება მომხმარებლისთვის რაიმეს წარდგენამდე. საიდუმლო სოუსივით რაღაც არსებობს, რასაც მომხმარებლები ყოველდღიურად ხედავენ.
ემი: ჩვენი ბრენდის ფერის განახლება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩვენი ვიზუალური სისტემის ყოველ ელემენტს სტრატეგიულად წარმოვიდგენთ, იქნება ეს გამოსახულებები, ნიშნები, ტიპოგრაფია, მეორეხარისხოვანი ფერთა პალიტრები თუ სხვა. YouTube-ის კონტენტი დინამიკური და მუდმივად ცვალებადია და ჩვენი ვიზუალური სისტემაც მას უნდა დაეწიოს.