in

YouTube, ახალი ფუნქციით, @username ფორმატს უჭერს მხარს

veon
veon

YouTube კრეატორების წასახალისებლად მორიგ ნაბიჯს დგამს — მნახველები მათ არხებზე გადასვლას უფრო ადვილად შეძლებენ, ვიდრე ამას აქამდე აკეთებდნენ. გუშინ კომპანიამ “Handles” გამოაცხადა, რომელიც ახალი გზა იქნება შემქმნელებისთვის, თავიანთი არხი @username ფორმატის გამოყენებით გააზიარონ.

ახალი ფუნქცია მეტი ინტერაქციის საშუალებას იძლევა Shorts-ების, არხის გვერდების, ვიდეოების აღწერილობების, კომენტარებისა და სხვა კუთხით. ამასთან, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად ბევრი გამომწერი ჰყავს კონტენტის შემქმნელს ან რამდენი ვიდეო აქვს ატვირთული — ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება უნიკალური @handle-ის მოთხოვნა.

უკვე დიდი ხანია, მეტსახელები და @usernames გავრცელებულია სოციალურ მედიაში, მათ შორის ისეთ ვებგვერდებზე, როგორიცაა Facebook, Instagram, Twitter, Telegram და სხვა. მაგრამ YouTube-მა მხოლოდ შეზღუდული მხარდაჭერა შესთავაზა ფორმატისთვის — შემქმნელებს საშუალებას აძლევდა, არხები ვიდეოს სათაურებში ეხსენებინათ და აღწერილობებში @ სიმბოლო გამოეყენებინათ. თუმცა @username ვარიანტი სხვა სექციებსა და დისკუსიებში არ იყო ხელმისაწვდომი.

ახლა კი პლატფორმის გაფართოების პარალელურად, კომპანიას სურს, მეტი შესაძლებლობა მიანიჭოს მომხმარებლებს. თანაც, TikTok-ის „ტერიტორიაზე“ შეჭრა უფრო მჭიდრო „მიბაძვასაც“ საჭიროებს — მარტივად, ეს მოითხოვს @usernames, ან @handles-ის გამოყენებას, როგორც ამას YouTube უწოდებს.

კომპანიის თანახმად, ახალი აღწერები გამოჩნდება როგორც არხის გვერდებზე, ისე Shorts-ებზე, რაც მათ პლატფორმაზე „მყისიერად და სამუდამოდ ცნობადს გახდის“. მას შემდეგ, რაც ფუნქცია საბოლოოდ ამოქმედდება, მომხმარებლებს შეეძლებათ სხვები მონიშნონ კომენტარებში, ვიდეოების აღწერილობებში და ა. შ. მიუხედავად იმისა, რომ ეს იდენტიფიკატორები არ შეცვლის თავად არხის სახელს, ისინი უნიკალური იქნება YouTube-ისთვის.

აღწერის მხარდაჭერა ეტაპობრივად გავრცელდება შემდეგი კვირიდან. Handles-ის დაყენების შემდეგ, კომპანია დამატებით შექმნის შესაბამის URL-ს ფორმატს: youtube.com/@handle. ეს კრეატორებს დაეხმარება, უფრო მომხიბვლელად და პირდაპირ გადაამისამართონ მაყურებლები თავიანთ არხზე. და თუ არხს უკვე ჰქონდა მორგებული URL, რომელსაც ისინი იყენებდნენ მსგავსი მიზნით, მათ არ დასჭირდებათ ბმულების განახლება — ისინი ავტომატურად დაგენერირდება.

როგორი იყო პრეისტორიული გარემო და რა ცვლილებები განიცადა მან

TikTok-მა სარეკლამო ტრაფიკით სხვა პლატფორმებს 50%-ზე მეტით აჯობა!