YouTube-ზე, არხის გამომწერთა ზუსტი რაოდენობა აღარ გამოჩნდება. მონაცემები ყოველ 100 და 1 000 მომხმარებელზე დამრგვალდება. სიახლე, პრინციპში, უკვე მოქმედებს. ცვლილების შედეგად, დიდ ბრენდებს ნაკლები ინფორმაცია ექნებათ, მათ, ხელმომწერთა რიცხვი, ზუსტად აღარ ეცოდინებათ.

მაგალითად, თუ არხს 4 227 გამომწერი ჰყავს, პლატფორმაზე 4.2K გამოჩნდება. 133 017 მომხმარებელი კი „წაიკითხება“, როგორც 133K. ნებისმიერი არხის შემქმნელები, ზუსტ ციფრებს მხოლოდ თავის პროფილზე ნახავენ. თუმცა, ბრენდებს, ვინც ინფლუენსერებთან თანამშრომლობს და ვისთვისაც „ონლაინ“ პარტნიორობა მნიშვნელოვანია, გაცილებით ნაკლები ინფორმაცია ექნებათ.
ცვლილების მიხედვით, რაც მეტია არხის გამომწერთა რაოდენობა, მით უფრო უარყოფითი შეიძლება იყოს სიახლე, რადგან, 51 999 999 მომხმარებელიც კი აღინიშნება, როგორც 51m, სანამ მაჩვენებელი 52 000 000-მდე არ გაიზრდება.
YouTube-ის ხელმძღვანელობა კი თვლის, რომ ცვლილება პოზიტიურია და კომპანიებს მხოლოდ სარგებელს მოუტანს.
„ასე უფრო თანმიმდევრული და ლოგიკური იქნება ყველა ის მაჩვენებელი, სადაც კი გასაჯაროვდება გამომწერთა ზუსტი რაოდენობა“.
წყარო: Campaign













