თითქმის ათი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც YouTube Kids ჩაეშვა და, თუ 2017 წლის რედიზაინს არ ჩავთვლით, დიდად არაფერი შეცვლილა მის დიზაინში… ახლა კი ბრენდი მნიშვნელოვან განახლებას გვთავაზობს, ისეთს, რომელიც პლატფორმას უფრო მეტად დაამსგავსებს სტანდარტულ YouTube-ის აპლიკაციას და ბავშვებს პირველად მისცემს შესაძლებლობას, სასურველ ვიდეოებს პორტრეტის რეჟიმშიც უყურონ.
კონტენტის ნაცნობ ფილტრებში ახალ კარუსელს შეამჩნევთ, რომელიც თემატიკის მიხედვით არის დახარისხებული, იქნება ეს გეიმინგი, შოუები, მუსიკა თუ საგანმანათლებლო Explore-ის ჩანართი. აღსანიშნავია, რომ ეს ღილაკები საკმაოდ მცირე ჰორიზონტალურ სივრცეს იკავებს.
ხოლო, თუ ადრე Home, Search და Profile აპლიკაციის ზედა ნაწილში გვხვდებოდა, ახლა ახალი ნავიგაციის ველი ქვედა სივრცეში დაიკავებს ადგილს. ახალი Your Stuff-ის გვერდიც აქვე იქნება და იმ კონტენტზე წვდომისთვის გამოიყენებთ, რომელიც ჩამოტვირთეთ, გააზიარეთ ან რომელსაც მანამდე უყურეთ.
რაც შეეხება მშობლების საკონტროლო ფუნქციებსა და სხვა პარამეტრებს, სპეციალურ ჩანართებში დარჩება ზედა მარჯვენა კუთხეში, Cast-ის ღილაკის გვერდით.
დაბოლოს, YouTube Kids-ის განახლებული დიზაინი მომდევნო კვირებში ეტაპობრივად iOS-სა და Android-ზე ჩაეშვება, თუმცა ვებისა და სმარტ ტელევიზორების გამოცდილება იგივე რჩება.