“YouTube”-ის საბავშვო ვიდეო ჰოსტინგს თავისი საკუთარი აიდენტიკა აქვს. პროექტზე დანიურ-ამერიკულმა სააგენტო “Hello Monday”-მ იმუშავა.
ლოგოს შექმნის დროს დიზაინერები ცდილობდნენ YouTube-ის ნიშანი ხელუხლებელი დარჩენილიყო. ძველ ლოგოს საბავშვო სტილში გაფორმებული სიმბოლო KIDS დაემატა და ახალმა ჰოსტინგმა უფრო მეგობრული იერი მიიღო.
ახალ ჰოსტინგთან დაკავშირებით კიდევ რამდენიმე სიახლეა:
Google-მა YouTube-ზე ფილტრაციის ფუნქცია ჩართო, რომელიც საბავშვო ვიდეოებს ამოიცნობს. ჩვეულებრივი YouTube-ისგან განსხვავებით საბავშვოს არ ექნება სარეკლამო ბანერები.
Android და iOS სისტემის სმარტფონებიდან ნებისმიერ მსურველს აპლიკაციის გადმოწერა შეეძლება. როდესაც თქვენი შვილები ტაბლეტში და სმარტფონებში ქექვას დაიწყებენ, თამამად შეგიძლიათ ჩაურთოთ “YOUTUBe Kids” და არ ინერვიულოთ, რომ რაიმე არასაბავშვოს ნახავენ















