in

YouTube: კონტენტკრეატორებთან თანამშრომლობა ბრენდებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მარკეტინგული სტრატეგიაა

YouTube-ის განცხადებით, პლატფორმის კონტენტკრეატორებმა უკვე იპოვეს ფორმულა, რომელიც მათ საშუალებას აძლევს, აუდიტორიას ისეთი ისტორიები შესთავაზონ, რომლებსაც ადამიანები თავად ეძებენ და ენდობიან. შედეგად, ბრენდებისთვის ახალი შესაძლებლობა გაჩნდა – გაიმყარონ ცნობადობა და მიაღწიონ ბიზნესშედეგებს კონტენტკრეატორებთან თანამშრომლობით.

ამ თემაზე YouTube-მა ახალი გზამკვლევი (Creator Marketing Playbook) გამოაქვეყნა, რომელიც ეტაპობრივად განმარტავს, როგორ უნდა დაგეგმონ კომპანიებმა კონტენტკრეატორებთან თანამშრომლობაზე დაფუძნებული მარკეტინგული კამპანიები.

გზამკვლევი ეფუძნება YouTube-ის შიდა ექსპერიმენტებს, კრეატიულ კვლევებსა და საპილოტე პროექტებს, რომლებშიც გააანალიზეს, როგორ ზრდიან მსოფლიოს წამყვანი ბრენდები ინვესტიციის ეფექტიანობას კონტენტკრეატორებთან თანამშრომლობით.

გთავაზობთ ამ გზამკვლევის ძირითად შეჯამებას:

როგორ შეარჩიოთ სწორი კონტენტკრეატორები

YouTube კომპანიებს ურჩევს, გამოიყენონ პლატფორმის მონაცემები და AI-ზე დაფუძნებული ინსტრუმენტები, რომლებიც აუდიტორიისა და კონტენტის ანალიზს ავტომატურად ახორციელებს. ეს მნიშვნელოვნად ამცირებს ხელით კვლევის საჭიროებას და ეხმარება ბრენდებს, იპოვონ მათთვის ყველაზე შესაფერისი ავტორები.

ერთი ინფლუენსერი საკმარისი არ არის

გზამკვლევის მიხედვით, წარმატებული ბრენდები სხვადასხვა ტიპის კონტენტკრეატორებს განსხვავებული მიზნებისთვის იყენებენ.

  • მაკროკრეატორები ბრენდის ცნობადობას ზრდიან;
  • საშუალო ზომის კრეატორები პროდუქტის ან მომსახურების უპირატესობებს უფრო დეტალურად ხსნიან;
  • მიკროკრეატორები კი მომხმარებლებს კონკრეტული მოქმედებისკენ უბიძგებენ, როგორიცაა პროდუქტის შეძენა.

ამ მოდელის გამოყენების შედეგად, მაგალითად, L’Oréal-მა ნახვების რაოდენობა 82%-ით გაზარდა.

სხვადასხვა ფორმატის კონტენტი უკეთ მუშაობს

YouTube-ის რეკომენდაციაა, კამპანია მხოლოდ ერთი ვიდეოთი არ შემოიფარგლოს. გაცილებით ეფექტურია სხვადასხვა ფორმატის კონტენტის კომბინაცია, მაგალითად, მთავარი სარეკლამო ვიდეოს პარალელურად მოკლე ვიდეოებისა და სხვა დამატებითი მასალების გამოყენება.

ასე მოიქცა Supergoop!, რომელმაც კონტენტკრეატორ Liz Koshy-სთან ერთად მრავალფორმატიანი კამპანია შექმნა. შედეგად, ბრენდის მთავარი პროდუქტის მიმართ Google Search-ში ინტერესმა 93%-ით მოიმატა, გაიზარდა შეკვეთების საშუალო ღირებულებაც.

მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იდეა, არამედ შესრულებაც

YouTube-ის შეფასებით, წარმატებული კამპანია მხოლოდ სწორი პარტნიორის შერჩევაზე არ არის დამოკიდებული. მნიშვნელოვანია სცენარის, გადაღებისა და მონტაჟის სწორად დაგეგმვაც, რადგან სწორედ ამ ეტაპებზე ახერხებენ კონტენტკრეატორები ყველაზე ეფექტურად გადააქციონ მაყურებლის ინტერესი რეალურ ბიზნესშედეგებად.

AI-ს ეპოქაში PR ისევ აქტუალურია – როგორ უნდა მიიქციოთ მედიის ყურადღება

Metropol Lisi – Global Economics Awards 2026-ის გამარჯვებულია