YouTube-ზე ვიდეოების მოწონება კიდევ უფრო სახალისო გამოცდილება ხდება ახალი ანიმაციებით, რომლებიც მეტ პერსონალიზმს გვთავაზობს. ეს ანიმაციები ჟანრს ეფუძნება და იმის მიხედვით, თუ რას უყურებთ, Like-ის ღილაკზე სხვადასხვა მუსიკალური ნოტები, ბურთები თუ თითების ანაბეჭდები ამოდის — დახვეწილი მინიშნებებია იმ კონტენტის კატეგორიისა, რომელსაც უყურებთ.
განახლება კი YouTube-ის მიმდინარე 2025 წლის ინტერფეისის რედიზაინის ნაწილია, რომელიც ახალ ვიზუალურ და ინტერაქციულ ცვლილებებს შემოიტანს მობილურის, დესკტოპისა და ტელევიზორის აპლიკაციებში. მოწონების ღილაკის ახალი ანიმაციები აქ იმისთვისაა შექმნილი, რომ უკუკავშირის მიწოდების პროცესს პატარა, მაგრამ მხიარული მომენტები დაამატოს ისე, რომ არ შეაფერხოს მომხმარებელთა გამოცდილება.
თითოეული ანიმაცია დაახლოებით ერთი წამი გრძელდება და უკვე შესამჩნევია ათზე მეტი ვარიაცია ისეთი კატეგორიებისთვის, როგორებიცაა სპორტი, თამაშები, მუსიკა, ფილმები, მოგზაურობა და კულინარია.
უშუალოდ დეველოპერები კი ამბობენ, რომ დაახლოებით 20 განსხვავებული დიზაინი შესთავაზა პლატფორმამ მომხმარებლებს — სპორტულ კატეგორიაში მოწონებისას თუ ფეხბურთისა და კალათბურთის ბურთები ამოდის, მუსიკების მოსმენისას ნეონის ნოტები გვხვდება, როცა ბუნებასთან დაკავშირებულ კონტენტში ფოთლები ან ვარსკვლავები ამოდის. თუმცა, რადგან ამ ანიმაციების ჩაშვება ჯერ კიდევ მიმდინარეობს, ზოგიერთი მხოლოდ კონკრეტულ ვიდეოებზე ჩანს…












