in

Youtube უხამსი ენის პოლიტიკის განახლებას აპირებს

veon
veon

მას შემდეგ, რაც Youtube-მა დიდი ხმაური გამოიწვია, ხელახლა განიხილავს თავის მიდგომას შეურაცხმყოფელი ენის პოლიტიკისადმი. შესაბამისად, მასში გარკვეულ ცვლილებებს შეიტანს. არსებული წესის თანახმად, შეზღუდულია ან იშლება რეკლამები ვიდეოებზე, რომლებშიც პირველი 15 წამის მანძილზე ლანძღვა ან უხამსი სიტყვები ისმის. ვიდეოს დემონეტიზაცია კი ნამდვილად გარანტირებული გექნებათ, თუ პირველ 7 წამში გინება გაჟღერდება…

ამგვარად, Youtube-მა ისეთი გვერდების ვიდეოების დემონეტიზაცია გადაწყვიტა, როგორიცაა RTGame. იგი მომხმარებლებს  ვიდეოების რედაქტირების საშუალებასაც არ აძლევს…

თუმცა აქ პრობლემა კომუნიკაციაც იყო. YouTube ჩვეულებრივ არ ეუბნება მის კანონდამრღვევებს, რა დააშავეს. კრეატორებმა კი მას შემდეგ გაიგეს განახლებული პოლიტიკის შესახებ, რაც მათი კონტენტის დემონეტიზაცია მოხდა. ზოგიერთი ვიდეო წითელი დროშით არის მონიშნული, ზოგიერთი კი, არა. ხელახლა მონეტიზებულმა ვიდეომ კი შემოსავალი ერთ დღეში შეიძლება დაკარგოს. ProZD-ის ვიდეომაც დაკარგა სარეკლამო შემოსავალი, რომელშიც იგი ახალ პოლიტიკას აკრიტიკებდა, თუმცა პატივს სცემდა წესებს.

აქედან გამომდინარე, დღეს ბევრი მომხმარებელი Youtube-ს შემოსავლის წყაროდ ვეღარ განიხილავს… ჩვენ კი უნდა ვიმედოვნოთ, რომ ცვლილებები, რომლებზეც Youtube ჯერ კონკრეტულად არ საუბრობს, დაზარალებული მომხმარებლების მდგომარეობას მეტად აღარ დაამძიმებს…

მანქანური სწავლებით მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესების გზები

Tegeta Approved — მეორადი სერტიფიცირებული ავტომობილების ახალი პორტალი