in

11 მილიონზე მეტი “dislike“ – Youtube-ის ისტორიაში ყველაზე საძულველი ვიდეო

Youtube-მა, ტრადიციულად, განვლილი წელი შეაჯამა და ადამიანები, მუსიკა, თუ დასამახსოვრებელი მომენტები, რომლებიც ყველაზე კარგად გამოხატავდნენ 2018 წელს, ერთ ვიდეოში მოაქცია. თუმცა, 6 დეკემბრიდან დღემდე, ვიდეომ 11 მილიონზე მეტი “dislike“ დაიმსახურა და პლატფორმის არსებობის განმავლობაში, ყველაზე საძულველ ვიდეოდ იქცა. მან ჯასტინ ბიბერის “Baby-საც“ კი აჯობა, რომელსაც 10 მილიონზე ნაკლები “dislike“ ჰქონდა. ბიბერისგან განსხვავებით, რომელსაც 8 წელი დასჭირდა, „იუთუბის“ შემაჯამებელმა ვიდეომ 8 დღეში მოახერხა ამ შედეგის დადება.

BOG
BOG

 

გულწრფელი უკუკავშირი ხანდახან სიტუაციას ართულებს. მიუხედავად ამისა, ჩვენ ადამიანებს ვუსმენთ და ვაფასებთ მათ აზრს. იმ ჯადოქრობის ერთ ვიდეოდ ქცევა, რასაც Youtube წლის განმავლობაში აგროვებს, ჰგავს ელვის ბოთლში შენახვას. ჩვენ დავრწმუნდით, რომ კონტენტის შექმნა ძალიან რთულია და აუდიტორიის ამგვარი შეფასების გამოსასწორებლად, Youtube-ის გუნდი ყოველდღე მუშაობს. განაგრძეთ უკუკავშირი და შესაძლოა, ჩვენ ‘Rewind dislike-ის’ ტოპ 10-ეული წარვადგინოთ, – Youtube-ის წარმომადგენელი.

ქართული კინო 110 წლისაა

Protected: Caravan: 2022 წლის შეჯამება