in

მალე Youtube-ზე ერთი ვიდეოს ყურება სხვადასხვა ენაზე იქნება შესაძლებელი

Briano.ai
Briano.ai

Netflix-ის სერიალი Squid Game ყველაზე ყურებადი სუბტიტრებისა და ეპიზოდების მომხმარებლის ენაზე გადათარგმნის გამო გახდა… ახლა კი Youtube კრეატორებს ზუსტად ამ ტექნოლოგიას სთავაზობს — მხარს უჭერს მრავალენოვან აუდიო ჩანაწერებს, რომლებიც მომხმარებლებს ახალ ან არსებულ ვიდეოებზე ხმების დამატების საშუალებას მისცემს. ეს კი, ბუნებრივია, მათ საერთაშორისო აუდიტორიასთან მისვლაში დაეხმარება. 

თუმცა ფუნქცია მხოლოდ კრეატორებისთვის კი არ იქნება სასარგებლო, არამედ თავად პლატფორმისთვისაც, რომელიც ამ გზით ვიდეოებს კიდევ უფრო მეტ ადამიანს აჩვენებს… მაყურებლებს შეეძლებათ, აირჩიონ სასურველი აუდიო ზუსტად იმ მენიუდან, რომელშიც ახლა სუბტიტრებს ან ხარისხს ირჩევენ. 

ამჯერად ფუნქციას გრძელ კონტენტზე შემოგვთავაზებენ, თუმცა როგორც კომპანიაში ამბობენ, მალე Shorts-ზეც უნდა გახდეს ხელმისაწვდომი. 

უფრო მარტივია 1 არხის მართვა, 12-თან შედარებით… 12 არხზე კომენტარების დაწერა, კონტენტის ატვირთვა… ეს საქმეს მაყურებლებსაც უმარტივებს, რადგან ყველაფერი ერთ სივრცეშია მოქცეული. არ აქვს მნიშვნელობა, მექსიკაში ხართ თუ ინდოეთში, ერთი ვიდეოთი ყველაფერს გაიგებთ, — აცხადებს ჯიმი დონალდსონი, Youtube-ის ექსპერიმენტის მონაწილე.

4 გზა, რათა ცხოვრების სწრაფი ტემპისგან დაისვენოთ

გაუკეთე საჩუქარი დედას