YouTube-მა გადაწყვიტა, რადიოს განვითარებაში საკუთარი წვლილიც შეიტანოს და მაქსიმალურად იზრუნოს მის ციფრულ ტენდენციებთან მორგებაზე — კერძოდ, კომპანიის განცხადებით, ის მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, საკუთარი რადიოსადგურები შექმნან. ინიციატივის ფარგლებში, მათ შესაძლებლობა ექნებათ, 30 მუსიკოსი აირჩიონ და განსაზღვრონ, რა სიხშირით ჩაირთვება თითოეული მათგანის სიმღერა. ამავდროულად, ფუნქცია მოიცავს ისეთ მახასიათებლებსაც, როგორებიცაა „ახალი აღმოჩენები“ და „გასართობი სიმღერები“.
ზოგადად, პოპულარული სტრიმინგ სერვისები, მათ შორის Spotify და Apple Music, რადიო ფუნქციებს გვთავაზობენ — მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ფლეილისტები კონკრეტული სიმღერის ან შემსრულებლის საფუძველზე შექმნან. თუმცა ისინი დამატებით პერსონალიზაციას არ გვთავაზობენ, ხოლო იუთუბის მიზანია, მეტ მოქნილობას შეუწყოს ხელი.
„ამ ახალი ფუნქციით, კრეატორებს საკუთარი რადიოსადგურების შექმნაში ვეხმარებით. ისინი შეძლებენ, კომპოზიციები მრავალი გზით გარდაქმნან და ასე გამოიყენონ სადგურებზე. შედეგად, მომხმარებლებსაც მეტი თავისუფლება ექნებათ მუსიკის მოსმენის გამოცდილებაზე“, — განმარტავენ კომპანიაში.
ამჟამად ფუნქცია iOS და ანდროიდ მოწყობილობებზე მუშაობს, ყველა იმ ქვეყანაში, სადაც YouTube Music მოქმედებს.