in

YouTube-ს ონლაინთამაშები დაემატა

YouTube-მა გადაწყვიტა, თამაშების მიმართულებითაც მოსინჯოს ბედი — პლატფორმას პრემიუმ მომხმარებლებისთვის ონლაინ თამაშების კომპლექტი დაემატა. ასე რომ, ამიერიდან 37 მინი თამაში ხელმისაწვდომი იქნება როგორც დესკტოპ ვერსიაში, ისე მობილურ აპლიკაციაში.  მათ შორისაა: Angry Birds Showdown, Brain Out, Daily Solitaire, The Daily Crossword და სხვა. 

Playables-ის სახელით ცნობილი ფუნქცია ჯერ კიდევ სექტემბერში გამოუშვა კომპანიამ, უბრალოდ მაშინ სატესტო რეჟიმში იყო. შესაბამისად, წვდომა მხოლოდ მომხმარებელთა ნაწილს ჰქონდა. Droid-Life-ის თანახმად კი, YouTube-ის პრემიუმ ვერსიის გამომწერებმა ახლახან მიიღეს შეტყობინება ონლაინთამაშების ამოქმედების შესახებ. უბრალოდ, აქ ისიც გასათვალისწინებელია, რომ თამაშები მხოლოდ 2024 წლის 28 მარტამდე იქნება ხელმისაწვდომი.

რეალურად, იუთუბის ექსპერიმენტში არაფერია ახალი, რადგან ბევრი არასათამაშო პლატფორმა ცდილობს ამ მიმართულების გააქტიურებს. YouTube-ს კი ზოგადად ახასიათებს ექსპერიმენტებით თამაში… ამიტომაც, გარდა გარდა Playables-ისა, პრემიუმ მომხმარებლებს შეუძლიათ, საუბრისთვის განკუთვნილი AI ფუნქცია გამოცადონ და ვიდეოების შესახებ გარკვეული კითხვები დაუსვან.

ტეკილას ბოთლს კომიქსის ვიზუალური სტილი მოარგეს

სიცოცხლის გასახანგრძლივებელი წამალი ძაღლებისთვის — FDA-ის განცხადება