in

მალე YouTube ფასიანი კურსების განთავსების საშუალებას მოგცემთ

M2

YouTube უკვე მთავარ პლატფორმად იქცა მათთვის, ვისაც სურს, ახალ უნარს დაეუფლოს ან მეტი გაიგოს კონკრეტული თემის შესახებ. ახლა კი პლატფორმაზე საგანმანათლებლო მახასიათებლების დამატებას გეგმავენ, რაც მოიცავს შემქმნელებისთვის სტრუქტურირებული ვიდეო კურსების შეთავაზებას. ამგვარად, მათ აღარ დასჭირდებათ თავიანთი მიმდევრების გადამისამართება სხვა საიტებსა და აპლიკაციებზე, სადაც ისინი ამ ტიპის მასალებს ყიდიან. 

თუ YouTube-ს მივენდობით, ეს კურსები „სიღრმისეული, სტრუქტურირებული სწავლის გამოცდილებისთვის“ არის განკუთვნილი. შექმნელებს შეეძლებათ როგორც ფასიანი, ისე უფასო კურსების შეთავაზება. საინტერესოა ისიც, რომ ვიდეოებში, რომლებიც ფასიანი კურსის ნაწილი იქნება, რეკლამა არ შეგხვდებათ. ეს კურსები თავდაპირველად ბეტა რეჟიმში იქნება ხელმისაწვდომი, რაც მომავალი წლისთვის იგეგმება. 

პლატფორმაზე საგანმანათლებლო კონტენტის გასაძლიერებლად და იმ ადამიანთა დასახმარებლად, რომლებიც ცოდნას კურსებიდან იღებენ, YouTube ასევე გამოუშვებს ფუნქციას, სახელწოდებით Quizzes. დიახ, თქვენ შეგიძლიათ ჩანართში კითხვარი დაამატოთ და აუდიტორიას ჰკითხოთ, მაგალითად, როგორ მოეწონათ ვიდეო. ამ ფუნქციას კი ბეტა რეჟიმში სულ რამდენიმე თვეში გამოცდიან. 

თუმცა ამით ყველაფერი არ მთავრდება, YouTube საგანმანათლებლო აპლიკაციებში ახალ ჩაშენებულ „ფლეერზეც“ საუბრობს. Player for Education ყურადღების გაფანტვისგან გიხსნით, რაც მოიცავს რეკლამებს, რეკომენდაციებსა და გარე ლინკებს. ეს „კიდევ უკეთესი YouTube გამოცდილებისთვის“ იქმნება. თავდაპირველად კი ამ „ფლეერს“ ისეთი ამერიკული edtech კომპანიები გამოიყენებს, როგორებიცაა EDpuzzle, Purdue University და Purdue Global. 

მარკეტერები გვირჩევენ, ინვესტიცია აუდიო რეკლამაში ჩავდოთ

როგორ ავაწყოთ კონტენტ-კალენდარი?