in

YouTube რეკლამებს ვიდეოს „პიკის“ შემდეგ გაჩვენებთ

წარმოიდგინეთ, თქვენი საყვარელი YouTube კრეატორის ნიშნობის ვიდეო დაიდო და რეკლამა ხელის თხოვნის ამაღელვებელი მომენტის შემდეგ ამოგიგდოთ. ალბათ, იდეაც გაღიზიანებთ, მაგრამ ეს რეალობაა და YouTube-ის ახალი სარეკლამო ფორმატი Peak Points-ის ნაწილია.

Google-ის Gemini AI-ის ეყრდნობა, რათა YouTube ვიდეოები გაანალიზოს და ის მომენტები დაადგინოს, რომლებზეც ჩათვლის, რომ მაყურებელთა ყველაზე მაღალი ჩართულობა აქვს და ემოციურად ყველაზე გავლენიანია. შემდგომში კი სწორედ ამ მომენტის შემდეგ შესთავაზებს რეკლამის განთავსებას. 

ასე Peak Points მიზნად რეკლამის განმთავსებლებისთვის სარგებლის მოტანას ისახავს. ამისთვის კი ტაქტიკას გამოიყენებს, რომელიც მომხმარებლის ყურადღებას ზუსტად მაშინ მიიპყრობს, როცა ყველაზე მეტად იქნება გატაცებული კონტენტით. აღნიშნული მიდგომა მსგავსია სტრატეგიისა, რომელსაც ემოციებზე დაფუძნებულს უწოდებენ — აქ რეკლამებს მაშინ ათავსებენ, როცა ვიდეო ემოციებს ყველაზე მეტად აღძრავს. ზოგადად, ფიქრობენ, რომ როცა მაყურებელი ემოციების ქვეშაა, რეკლამაც უკეთ ამახსოვრდება. 

მიუხედავად ამისა, მაყურებლები სიახლეს მაინც გამაღიზიანებლად მიიჩნევენ…

ZEG ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი

„ქოლგა თბილისი ფოტო“ „ვოლვო ქარ საქართველოს“ მხარდაჭერით გაიმართა