in

YouTube-ის უფასო თამაშები ყველა მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი ხდება

M2

ამბავი ასეთია — YouTube-მა სულ ახლახან განაცხადა, რომ მისი უფასო თამაშების კოლექცია Playables აპლიკაციაში ყველა მომხმარებლისთვის გამოჩნდება, როგორც იუთუბის მთავარი გვერდის დამატება. აქამდე კი თამაშები სატესტო რეჟიმში მხოლოდ პლატფორმის პრემიუმ გამომწერებისთვის იყო ხელმისაწვდომი

გამომდინარე იქიდან, რომ ისინი არ მიმართავენ მონეტიზაციას, Playables არც აპლიკაციების მაღაზიათა მოდელს ეწინააღმდეგება და არც ეფლის წესებს არღვევს. თუმცა App Store-ის უფასო თამაშებს ნამდვილად გაუწევს კონკურენციას, რომელსაც საკმაოდ ბევრი მომხმარებელი ჰყავს, შემოსავლის წყარო კი რეკლამებია. იმის გამო, რომ საძიებო სისტემების გიგანტი ფოკუსს ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირებაზე აკეთებს, გარკვეული კითხვებიც ჩნდება ტექნოლოგიის გავლენის შესახებ სარეკლამო შემოსავლების ირგვლივ, რასაც, თავის მხრივ, დასპონსორებული ლინკები განაპირობებს, რომლებიც ჩვეულებრივ საძიებო შედეგების ზევით ჩნდება. 

თეორიულად, უფასო თამაშები YouTube-ზე კიდევ ერთი სივრცე გახდება რეკლამების განთავსებისთვის. მეორე მხრივ კი ფიქრობენ, რომ თამაშები იუთუბის მომხმარებლებს ხელს შეუშლის ვიდეოების დათვალიერებაში და ასე აპლიკაციაში ჩართულობის შენარჩუნებაც გართულდება…

და რას მოიცავს Playables? აქ ისეთ პოპულარულ სახელებს წაიკითხავთ, როგორებიცაა Angry Birds Showdown, Words of Wonders, Cut the Rope, Tomb of the Mask, Trivia Crack და სხვა. აქვეა Stack Bounce-იც, რომელსაც გუგლი თავისსავე HTML-ის მინი თამაშების სერვისში გვთავაზობდა და GameSnacks, რომელიც Area 120-ით განავითარეს და თამაშებს განვითარებადი ბაზრების მომხმარებლებს აწვდიდა. ეს კი ზუსტად ის სივრცეა, რომელშიც ანდროიდ მომხმარებლები დომინირებენ.

დღეს Playables-ის კატალოგში დაახლოებით 75 მინითამაშია, ხოლო მოთამაშეებს საკუთარ პროგრესსა თუ ქულებზე დაკვირვება და მათი შენახვაც შეეძლებათ. ამ ეტაპისთვის, შესაძლოა, ყველამ ვერ მოახერხოს აპლიკაციაში მისი დანახვა, მაგრამ მომდევნო კვირებში ეს საკითხიც მოგვარდება და Playables ყველა მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გახდება. 

 

ჯეიმს ვების ტელესკოპმა ახალი ფოტო გადაიღო

როგორ მონაწილეობს AI რომანის დაწერაში?