in

Youtube თამაშების დამატებაზე ფიქრობს

veon
veon

დიახ, სწორედ ამ მიზნით Youtube მომხმარებელთა კონკრეტულ რაოდენობას საშუალებას აძლევს, ახალი ექსპერიმენტის ფარგლებში ონლაინ თამაშებით გაერთონ. თამაშები კი ხელმისაწვდომი იქნება ახალ Playables სექციაში, Youtube-ის მთავარი გვერდის როგორც დესკტოპ, ისე მობილურ ვერსიებში. 

მათგან ერთ-ერთი Stack Bounce-ია, არკადული თამაში, რომელშიც მოთამაშეები მოძრავ აგურებზე 3D ბურთს ისვრიან. საინტერესოა ისიც, რომ Google-ის GameSnacks-ში კონკრეტული თამაში 2021 წლიდანაა ხელმისაწვდომი, რითაც მეტად სავარაუდო ხდება, მომხმარებლებმა მისით გართობა იუთუბზეც რომ მოისურვონ. My Activity-ში კი მათ საშუალება ექნებათ, თავიანთ ისტორიას დააკვირდნენ.

ცოტა უცნაურად შეიძლება მოგეჩვენოთ ის ფაქტიც, რომ Youtube ექსპერიმენტს ერთ წელზე ნაკლებ დროში იწყებს იქიდან, რაც Google-მა თავისი სათამაშო სერვისის Stadia-ს გაუქმება გადაწყვიტა, რადგან იგი Microsoft-ის Xbox Cloud Gaming-სა და Nvidia GeForce Now-ს ღირსეულ კონკურენციას ვერ უწევდა… თუმცა, მოდით, დაველოდოთ და ვნახოთ, როგორ ჩაივლის Youtube-ის ექსპერიმენტი.

Duolingo-ს მუსიკის გაკვეთილები ემატება

დაგეგმვის რომელ წესს იცავენ YouTube, Disney და Canva?