YouTube პოდკასტებზე უკვე სერიოზულად ფიქრობს, რაზეც ამ მიმართულებით პროფესიონალის, კაი ჩუკის, დაქირავებაც მოწმობს. შედეგად, პლატფორმაზე შესვლისას პოდკასტის ცალკე სივრცეც, შეიძლება, ნახოთ.
YouTube-მა სამომავალო გეგმები პრეზენტაციით გაგვაცნო. ისინი პოდკასტების მიღების გაუმჯობესებას, RSS არხების გამოყენებით გეგმავენ, რომელთაც მომავალში ცალკე YouTube.com/podcasts-ზეც შეგიძლიათ ესტუმროთ.
Google კი ამას YouTube-ზე სარეკლამო ბიზნესის გაფართოების საშუალებად ხედავს, რადგან ასე აუდიორეკლამების განთავსებაც მეტად შესაძლებელი გახდება. პარტნიორებად კი ისეთ გვერდებს ასახელებენ, როგორიცაა, Nielsen, Chartable და Podtrac.
საინტერესოა ისიც, რომ წლების განმავლობაში, YouTube მრავალ სიახლეს გვთავაზობდა, მათ შორისაა YouTube Gaming, YouTube Fashion და ასევე, YouTube Music, რომელიც კონკურენციას Spotify-საც კი უწევს. თუმცა ამ ეტაპზე Spotify-ს პოდკასტი კონკურენტულ უპირატესობას ანიჭებს. როგორც ჩანს, არც Google-ის გეგმები ყოფილა უსაფუძვლო, რადგან Spotify-ს შემთხვევაშიც, პოდკასტი სარეკლამო მიზნებისთვის გამოიყენეს, მათ საკუთარი აუდიო რეკლამის ბაზრის გახსნა და ახალი სარეკლამო ფორმატების გამოცდაც მოახერხეს.
უშუალოდ YouTube Podcast-ის შექმნას კი პლატმორმის განვითარების ლოგიკურ ნაბიჯად მიიჩნევენ, თუმცა ზუსტად როდის მოხდება ეს, ჯერჯერობით უცნობია.











