in

შესაძლოა, YouTube-ზე ვიდეოს 4K რეზოლუციაში ყურება ფასიანი გახდეს

veon
veon

შესაძლოა, YouTube Premium მარტო რეკლამების თავიდან მოსაშორებლად აღარ დაგჭირდეთ, არამედ ვიდეოების 4K ხარისხში სანახავად… დიახ, Reddit-ისა და Twitter-ის მომხმარებლებმა შენიშნეს, რომ YouTube ზოგიერთ მაყურებელს სთხოვს, გადავიდეს Premium-ზე, რათა ვიდეოებს 4K რეზოლუციით უყურონ. 

თუმცა ჯერ არ არის გარკვეული, ეს ტესტირებაა თუ უფრო ფართო გაშვება. მანამდე კი შეგახსენებთ, რომ YouTube Premium თვეში 12 დოლარი, ხოლო წელიწადში 120 დოლარი ღირს. უნდა ვაღიაროთ, რომ ამგვარი სვლა არც მოულოდნელი იყო, რადგან გასულ წელს Youtube-ს Premium-სა და Music-ზე მხოლოდ 50 მილიონი გამომწერი ჰყავდა მაშინ, როცა Spotify Premium-ს 188 მილიონი, ხოლო Netflix-ს 220.7 მილიონი ჰყავდა. აქ კი, ბუნებრივია, 4K ვიდეოების ჩაკეტვა უფრო მეტი მომხმარებლის მოსაზიდად ახალ იარაღს წარმოადგენს. 

Dove, თავის პირველ თამაშში, სილამაზის არარეალურ იდეალებს ეწინააღმდეგება

Anker-ის ახალი ყურსასმენი მომხმარებლის გულისცემას გააკონტროლებს