in

მომხმარებელთა 12 ტიპი, პერსონალიზებული სტატისტიკა და წლის ტრენდები — YouTube-ს ახალი ფუნქციები ემატება

წლის ის დრო დადგა, როცა კომპანიები ცდილობენ, შეაჯამონ, როგორი იყო მომხმარებლების გამოცდილება მათთან ინტერაქციისას. მათ შორისაა YouTube-იც, რომელიც მართალია, უკვე რამდენიმე წელია გვთავაზობს YouTube Music-ის შეჯამების ფუნქციას, მაგრამ წელს ცალკეულ გამოცდილებად გამოჰყოფს მას და მომხმარებლებს 12 პერსონალიზებულ ბარათს სთავაზობს — აქ მომხმარებელთა ტოპ არხები, მათი ინტერესები, ყურების ჩვევების ევოლუცია და პერსონალური ტიპები იქნება ასახული, კონკრეტულ პრეფერენციებზე დაყრდნობით.

უკეთესი წარმოდგენა რომ შეგექმნათ, ამ ტიპებზე ვისაუბროთ: Skill Builder ის მომხმარებელია, რომელსაც უნარების განვითარებაზე ორიენტირებული კონტენტის ყურება იზიდავს, როცა Sunshiners უფრო პოზიტიური ვიდეოების მაყურებელია. აქვე გვხვდება Trailblazers-ის ტიპები, ადამიანებით, რომლებიც ვიდეოებში არსებული ნორმების გამოწვევას ადევნებენ თვალს. იუთუბის პერსონებს შორის კი კიდევ, სხვებთან ერთად, Wonder Seeker, Connector და Dreamer-იც იკავებს ადგილს. 

მომხმარებლებს ასევე თავიანთი წლის ტოპ არტისტებისა და სიმღერების ნახვა შეეძლებათ უფრო სიღრმისეულ ინსაითებთან ერთად, რომლებსაც ყოველწლიური YouTube Music Recap-ის ფარგლებში YouTube Music-ის აპლიკაციაში მიიღებენ. Recap უკვე ხელმისაწვდომია ჩრდილოეთ ამერიკის მომხმარებლებისთვის, რასაც ამ კვირაშივე მოჰყვება გლობალური ჩაშვებაც. ამის ნახვას კი მთავარ გვერდზე, You-ს ჩანართის ქვეშ შეძლებთ.

ამასთან, YouTube მომხმარებლებს ტრენდების ჩანართსაც შესთავაზებს, რომლითაც წლის ტოპ კრეატორებს, პოდკასტებსა და სიმღერებს გაუზიარებს. წლევანდელი მაჩვენებლები კი აი, ასე გამოიყურება: MrBeast ზედიზედ მეექვსედ გახდა საუკეთესო კრეატორი, საუკეთესო პოდკასტის ავტორი The Joe Rogan Experience-ია, ხოლო ბრუნო მარსმა და ლედი გაგამ Die with a Smile-ით საუკეთესო სიმღერის ტიტული მოიპოვეს.

როგორ მუშაობს დღესდღეობით ეფექტური მარკეტინგული გუნდი

რას ნიშნავს „იაპონიის ეფექტი“ TikTok-ზე