in

YouTube-ზე რეკლამები ძირითადი ვიდეოს ნაწილი გახდება

M2

გავრცელებული ინფორმაციით, YouTube ახალი მეთოდის ტესტირებას იწყებს რეკლამების ვიდეოებში ინტეგრირებისთვის. server-side ad injection-ის სახელით ცნობილი მიდგომა რეკლამებს ძირითად ვიდეოფაილში აერთიანებს, რაც მათ კონტენტისგან განუცალკევებელს ხდის. ამ ტაქტიკას განიხილავენ როგორც იუთუბის უახლეს „იარაღს“ რეკლამის დამბლოკველი სისტემების წინააღმდეგ.

ცხადია, მსგავსი სტრატეგიის განხორციელება მნიშვნელოვნად იმოქმედებს როგორც რეკლამის განმთავსებლებზე, ისე მაყურებლებზე. პირველი მათგანისთვის გაუმჯობესდება კამპანიების ხილვადობა და აუდიტორიის ზრდის მაჩვენებელიც. რაც შეეხებათ მომხმარებლებს, ისინი ვეღარ შეძლებენ რეკლამებისგან „თავის დაღწევას“.

როგორც განმარტავენ, მიზანი სარეკლამო ინდუსტრიის ეკონომიკური განვითარებაა, თუმცა თავისი გამოწვევებიც ახლავს. მაგალითად, YouTube-ს იმის გარკვევა დასჭირდება, როგორ უნდა გააქროს რეკლამა პრემიუმ აბონენტებისთვის. შესაძლოა, ამას უსაფრთხოების ახალი მექანიზმების ამოქმედება დასჭირდეს.

დასასრულს, YouTube-ის უახლესი სტრატეგია წარმოადგენს მნიშვნელოვან ცვლილებას სარეკლამო პლატფორმებსა და Ad Blocker-ებს შორის მიმდინარე ბრძოლაში.

რატომ განიცდიან სამსახურში მარტოობას?

საქართველოს ეროვნული ნაკრების გზა EURO 2024-ამდე