7
დეკ
2017

YouTube-ის წლის შემაჯამებელი ფერადი, მუსიკალური და ძალიან პოზიტიური ვიდეორგოლი 

7 დეკ 2017

2017 წელი უკვე იწურება, ახალ წლამდეც სულ ცოტა დრო რჩება, შესაბამისად, YouTube-მაც ბევრი აღარ დააყოვნა და ტრადიციული შემაჯამებელი ვიდეორგოლი წარმოგვიდგინა. სპინერმა, Despacito-მ, Ed Sheeran-მა და სხვა აღმოჩენებმა 7 წუთიან ძალიან ფერად, მრავალფეროვან, მუსიკალურ, მხიარულ სანახაობაში თავიანთი კუთვნილი საპატიო ადგილები დაიკავეს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ეს პოზიტიური სანახაობა ინტერნეტ სივრცეში, სულ რაღაც, გუშინ გავრცელდა და უკვე 26 მილიონზე მეტი ნახვა აქვს, ვიდეორგოლმა მაინც გამოიწვია საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა. ადამიანების გარკვეული ნაწილი თვლის, რომ ეს წელი ყველა იმ ტრაგიკული მოვლენის გათვალისწინებით, რაც საკმაოდ მრავლად მოხდა, არც ისეთი უდარდელი და მსუბუქი იყო, როგორც ეს YouTube-მა თავის ნამუშევარში წარმოადგინა. მართალია, ამ მოსაზრებასაც აქვს საფუძველი, მაგრამ მაინც, კომპანიას სურდა ამგვარად საზოგადოებაში მეტი პოზიტივი, სიყვარული და სიხარული გამოეწვია, რაც საბოლოო ჯამში, ყველაფერ უარყოფითს გადალახავს.

 

განხილვა