სულ ახლახან YouTube-მა განაცხადა, რომ მომდევნო კვირებში YouTube Shorts-ზე Google Lens-ს დაამატებს. ამ ინტეგრაციის შედეგად კი მაყურებლებს მალე მოკლე ვიდეოების ყურებისას იმის მოძებნა შეეძლებათ, რასაც კადრში ხედავენ. მაგალითისთვის, თუ გაინტერესებთ, კონკრეტული ვიდეო რა ადგილზეა გადაღებული, უბრალოდ ფონს დააკლიკეთ და შემდეგ Lens-ს დაავალეთ მისი იდენტიფიცირება. სწორედ აქედან გაიგებთ კონკრეტული ადგილის შესახებ, მის კულტურასა და ისტორიასაც კი გაეცნობით.
გამოდის, ასე YouTube მომხმარებლებს გაუმჯობესებულ ვიზუალური ძიების გამოცდილებას სთავაზობს, მეტ გზებსაც აჩენს, რათა აღმოაჩინონ და მოძებნონ კონტენტი უფრო ინტუიციური და ინტერაქციული გზით — ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ამბავია თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ არც ტიკტოკი და არც Instagram Reels სთავაზობს მსგავს ფუნქციას მომხმარებლებს.
როგორც კი ფუნქცია ხელმისაწვდომი გახდება, მომხმარებლებს Short-ის დაპაუზება შეეძლებათ და ზემოთ მოცემულ მენიუში Lens-ის ვარიანტის არჩევა. შემდეგ შეუძლიათ წრე შემოხაზონ, ხაზი გაუსვან ან უბრალოდ დააკლიკონ იმას, რისი მოძიებაც სურთ. Lens ვიზუალურად მსგავს შედეგებს მიაწვდის მათ, ძიების სხვა შედეგებთან ერთად. ხოლო, როგორც კი ამას დაამთავრებენ, ჩვეულებრივ შეეძლებათ გააგრძელონ სასურველი კონტენტის ყურება.
აღსანიშნავია, რომ Lens-ის Shorts-ზე ბეტა რეჟიმში ყოფნისას მომხმარებლები რეკლამებს არ ნახავენ. ასევე, ახალი ფუნქცია არ იქნება ხელმისაწვდომი YouTube Shopping-ის ე. წ. აფილირებული ლინკებისა თუ ფასიანი პრომოციებისთვის.
YouTube ახალი ფუნქციის ჩაშვებას ამ კვირაში ყველა მომხმარებლისთვის იწყებს, ოღონდ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ბეტა რეჟიმში.