in

YouTube Shorts-ს მალე კრეატორების AI ვერსიებით იხილავთ

Lenovo
Lenovo

YouTube Shorts-ის მაყურებლებმა, შესაძლოა, ჩვეულებრივ სქროლვისას მალე თავიანთი საყვარელი კრეატორების AI ვერსიები იხილონ. ეს ამბავი კი იუთუბის CEO ნილ მოჰანის განცხადებას ეფუძნება, რომელმაც გვითხრა, რომ კრეატორები მალე Shorts-ების საკუთარი AI ასლებით გაკეთებას შეძლებენ:

წელს Shorts-ების საკუთარი ასლებით გაკეთებას შეძლებთ, თამაშების ერთი მარტივი ტექსტური მოთხოვნით წარმოებას და მუსიკალური ექსპერიმენტების ჩატარებას. ამ პროცესში AI ჩამნაცვლებლად კი არა, თვითგამოხატვის ხელსაწყოდ უნდა აღიქვათ.

აღსანიშნავია, რომ Shorts-ს უკვე 200 მილიარდი ყოველდღიური მაყურებელი ჰყავს და, ამგვარად, იუთუბის ყველაზე პოპულარულ მედიუმს წარმოადგენს. ამიტომაც ცდილობს პლატფორმა გამუდმებით მის გაუმჯობესებას და არსებულ მსგავსების ფუნქციას, AI ვიდეოებს, AI სტიკერებს, AI ავტომატური დუბლირების ხელსაწყოებსა და სხვებს ამატებს. 

საინტერესოა, რომ იუთუბი კრეატორებს კიდევ დამატებით ხელსაწყოებს შესთავაზებს, რათა AI-ის მიერ გენერირებულ კონტენტში თავიანთი მსგავსება აკონტროლონ. თუმცა ისევე, როგორც სხვა პლატფორმების შემთხვევაში, ხარისხიანი გამოცდილების უზრუნველყოფა გამოწვევას წარმოადგენს:

დაბალხარისხიანი AI კონტენტის გავრცელება რომ შევამციროთ, აქტიურად ვმუშაობთ ჩვენ მიერ დამყარებულ სისტემებზე, რომლებიც წარმატებული გამოდგა სპამთან გასამკლავებლად და დაბალი ხარისხის, განმეორებადი კონტენტის შესამცირებლად.

როგორც ამბობენ, ამ ყველაფერთან ერთად, YouTube გეგმავს, Shorts ახალი ფორმატებითაც წარმოგვიდგინოს, რაშიც სურათი პოსტებიც მოიაზრება, რომლებიც უკვე საკმაო პოპულარობით სარგებლობს ტიკტოკსა და ინსტაგრამის რილსში.

2025 – განახლებისა და ინოვაციების წელი – მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად

რატომ უნდა მართოთ AI პროექტები პორტფოლიოს მსგავსად?