in

YouTube მოკლემეტრაჟიანი ვიდეოს შემქმნელებს $10 000-ს გადაუხდის!

ამისათვის გარკვეული სპეციფიკური წესები და მითითებები არსებობს

veon
veon

YouTube კონტენტის შემქმნელებს შესაძლებლობას აძლევს, თვეში 10 000 დოლარამდე მიიღონ. ამისათვის მხოლოდ ერთი რამ არის საჭირო – YouTube Shorts-ზე ვიდეოს გამოქვეყნება. მთლიანობაში წელიწადზე 100 000 მილიონი დოლარი გადანაწილდება.

მოკლე ვიდეო, მაღალი ფსონი

ცხადია, YouTube Shorts-ის ყველა კონტრიბუტორს არ აქვს $10 000-ის მიღების შანსი (ყოველ შემთხვევაში, აღნიშნულის ფარგლებში). არამედ, შემოსავლის ოდენობა საზოგადოების ჩართულობასა და ნახვების რაოდენობაზეა დამოკიდებული.

როგორც კომპანიამ აღნიშნა, კონტენტის შემქმნელებს თვეში $100-დან 10 000 დოლარამდე მიღება შეუძლიათ. გარდა ნახვისა და ჩართულობისა, ანაზღაურება აუდიტორიის ადგილმდებარეობასა და ავტორთა რაოდენობაზეა დამოკიდებული, რომელთაც მოკლემეტრაჟიანი ვიდეო ეკუთვნით.

ამასთან, ვიდეო ორიგინალი უნდა იყოს – ეს იმას ნიშნავს, რომ ვიდეოს განთავსება სხვა პლატფორმებიდან არ შეგიძლიათ, როგორიცაა TikTok ან Instagram. კიდევ ერთ შეზღუდვას ასაკობრივი ზღვარი წარმოადგენს – შემქმნელები მინიმუმ 13 წლისანი უნდა იყვნენ და, რა თქმა უნდა, პლატფორმის მითითებები დაიცვან.

ამ დროისათვის სიახლე მხოლოდ იმ ავტორებს ეხებათ, რომლებიც შემდეგი ქვეყნებიდან არიან: აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, ბრაზილიიდან, ინდოეთიდან, ინდონეზიიდან, იაპონიიდან, მექსიკიდან, ნიგერიიდან, რუსეთიდან და სამხრეთ აფრიკიდან. თუმცა, კომპანიის თქმით, მომავალში კიდევ უფრო მეტად გაფართოვდება ქვეყნების ჩამონათვალი.

პლატფორმები ავტორების წახალისებას განაგრძობენ

შესაძლოა, გიჩნდებათ კითხვა, რატომ უხდის იუთუბი კონტენტის შემქმნელებს თანხას მოკლემეტრაჟიანი ვიდეოების სანაცვლოდ? ეს ყველაფერი კომპანიის ძალისხმევის ნაწილია, რომელიც ამ ხაზის ხარისხის გაუმჯობესებასა და ნახვების რაოდენობის გაზრდას ემსახურება. თანაც, ნუ დაგვავიწყდება TikTok-თან კონკურენცია…

YouTube-მა თანხის გაცემის შესახებ 2021 წლის მაისში განაცხადა, რომელიც ძალაში 2022 წლიდან შევა. Snapchat-სა და TikTok-ს კი უკვე დაწყებული აქვთ თავიანთი მომხმარებლებისთვის თანხის გადახდა. ასე რომ, იუთუბი ცოტა გვიან ერთვება თამაშში…

კონტენტის სანაცვლო ანაზღაურება ხარისხის გარანტია?

TikTok-ის მზარდმა პოპულარობამ სხვა სოციალური პლატფორმები აიძულა, მოკლემეტრაჟიანი ვიდეოების ხაზი განევითარებინათ. Snapchat და YouTube იმედოვნებენ, რომ მომხმარებლების წახალისებით, ისინი უფრო მეტ შემოქმედს მიიზიდავენ თავიანთ პლატფორმებზე.

თუმცა მაშინაც კი, თუ ეს ინვესტიცია წარმატებით განხორციელდება, ეს იმის გარანტიას არ იძლევა, რომ პლატფორმა ტიკტოკს უკან ჩამოიტოვებს. ამ უკანასკნელს უკვე დიდხნიანი გამოცდილება და შესაბამისად, უამრავი ერთგული მომხმარებელი ჰყავს.

Bolt Food უკვე ბათუმშია!

DeepFake ვიდეოებს სახის ამომცნობი მოწინავე სისტემების მოტყუება შეუძლია!