in

YouTube Shorts-ზე ყიდვის ფუნქციების ტესტირებას იწყებენ

veon
veon

YouTube TikTok-ის მსგავს მოკლე ვიდეო პროდუქტ Shorts-ს ვაჭრობის ფუნქციებს ამატებს. ეს კი მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, შეიძინონ პროდუქტები Shorts-ის ყურების დროს. სატესტო რეჟიმში ფუნქცია შემქმნელებისთვის აშშ-ში იქნება ხელმისაწვდომი. ხოლო მნახველებს შეერთებულ შტატებში, ინდოეთში, ბრაზილიაში, კანადასა და ავსტრალიაში შეუძლიათ ნახონ ე. წ. თეგები და შეიძინონ Shorts-ის მეშვეობით. მომავალში კი, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით განვითარდება, პლატფორმა ამ ფუნქციას უფრო მასშტაბურს გახდის. 

მართალია, YouTube-ის Shorts-მა ყოველთვიური მაჩვენებლით 1.5 მილიარდს გადააჭარბა, მაგრამ მისი რეკლამის ყოველწლიური შემოსავალი 1.9%-ით შემცირდა… ამ ახალ სავაჭრო ფუნქციებს კი, YouTube, სავარაუდოდ, პრობლემის მოგვარების გზად მიიჩნევს. ამას გარდა, პლატფორმა მისი შვილობილი პროგრამით აშშ-ში ექსპერიმენტებს ატარებს, სადაც შემქმნელებს საშუალებას აძლევს, მიიღონ საკომისიოები Shorts-სა და ჩვეულებრივ ვიდეოებში შეძენილი რეკომენდებული პროდუქტების შეძენით.

ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ YouTube საუკეთესო ადგილია შემქმნელებისთვის, რათა ჰქონდეთ ბიზნესი და შოპინგიც ამის ნაწილია, — აცხადებს YouTube-ის სპიკერი. 

ამ ამბის შესახებ კი მას შემდეგ გავიგეთ, რაც YouTube-მა განაცხადა, რომ შემქმნელები მომავალი წლიდან რეკლამის 45%-ს მიიღებენ — 2023 წლიდან შემქმნელებს შეეძლებათ მიმართონ კომპანიის პარტნიორ პროგრამას, თუ ისინი დააკმაყოფილებენ Shorts-ის სპეციფიკურ ზღვარს 1000 გამომწერისა და 10 მილიონი Shorts-ის ნახვით 90 დღის განმავლობაში, რის შედეგადაც თავისი ვიდეოებიდან სარეკლამო შემოსავლის 45%-ს მიიღებენ. 

საინტერესოა ისიც, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში YouTube პლატფორმის სავაჭრო ადგილად გადაქცევაზე მუშაობდა. მსგავსად, ისეთი პროდუქტებიც შემოგვთავაზა, როგორებიცაა საყიდლების რეკლამა და ყიდვის შესაძლებლობა Live რეჟიმიდან. ამიტომ, მომხმარებლებისთვის Shorts-ზე სავაჭრო ფუნქციების დამატება მოსალოდნელი და ლოგიკური ქმედება უნდა ყოფილიყო. 

თუმცა YouTube არ არის ერთადერთი მათ შორის, ვისაც მსგავსი მიზნები აქვს. TikTok-მა ჩუმად დაიწყო TikTok Shop-ის ტესტირება შეერთებულ შტატებში და იგი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, შეიძინონ პროდუქტები პირდაპირ აპლიკაციის მეშვეობით. ამ წლის დასაწყისში კომპანიამ Shopify-თან პარტნიორობით TikTok Shopping-ის პილოტირებაც დაიწყო შეერთებულ შტატებში, გაერთიანებულ სამეფოსა და კანადაში. 

რაც შეეხება Meta-ს, იგი Instagram-ზე შემქმნელებს საშუალებას აძლევს, გააზიარონ პროდუქტები Live რეჟიმსა და მის სავაჭრო ჩანართში. აქ ბრენდებს პროდუქტების კატალოგების შექმნაც შეუძლიათ…

ბლენდის ხელოვნება — რატომ ბლენდავენ ღვინოებს?

კროკოსა და ნაპოლის შორის მემორანდუმი გაფორმდა