in

YouTube წამმზომს ამატებს, რათა Shorts-ის ყურებამ არ ჩაგითრიოთ

თავიდან კი ერთი ვიდეოს ნახვას ვაპირებთ, მაგრამ ერთი საათის შემდეგ აღმოვაჩენთ, რომ კონტენტმა ჩაგვითრია… გამოსავალს კი ახლა YouTube ახალი წამმზომის ფუნქციით გვთავაზობს. აღნიშნული როგორც საზოგადოების ტექნოლოგიურ პლატფორმებზე დამოკიდებულებას, ისე კომპანიის ინტერესს ასახავს, უზრუნველყოს ჩართულობა მომხმარებელთა გამოფიტვის გარეშე.

ახლა უკვე მომხმარებლებს აპლიკაციის პარამეტრებიდან შეეძლებათ Shorts-ის ყურებისას ყოველდღიური დროის ლიმიტის დაწესება. ხოლო, როცა ეს დრო ამოიწურება, შეტყობინებას მიიღებენ, ოღონდ უბრალოდ გათიშვა და გაგრძელება აღარ შეეძლებათ, რადგან Shorts ავტომატურად დაპაუზდება დროის ამოწურვის შემდეგ. 

თუმცა ამჯერად ეს შეზღუდვა მშობლებისთვის განკუთვნილ საკონტროლო ხელსაწყოებში არ არის ინტეგრირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯერჯერობით ისინი ვერ შეძლებენ შვილებისთვის კონკრეტული დროის ლიმიტის დაწესებას. როგორც იუთუბში აცხადებენ, ეს უკანასკნელი მომდევნო წლიდან გახდება ხელმისაწვდომი… 

SMH-ის თანაორგანიზებით, SBC Summit Tbilisi 2025 რეკორდული დასწრებით დასრულდა — თბილისი რეგიონული iGaming ინდუსტრიის ჰაბია

თიბისის ახალი საგანმანათლებლო მულტიმედია ფორმატი „კონსპექტები“ – რთული იდეების მარტივი ახსნა