in

YouTube-ის ახალი ფუნქციები სპამერებთან საბრძოლველად

veon
veon

ბოლო პერიოდში YouTube აქტიურად ცდილობს სპამერებთან გამკლავებას. სპამების გავრცელების პრობლემაზე ცნობილი იუთუბერებიც საუბრობენ, მათ შორის MKBHD და Jacksepticeye. მათი თქმით, კომენტარებში ერთი და იმავე ანგარიშიდან დაწერილი უამრავი სპამი ხვდებათ — ასეთი კომენტარების უმეტესობა კი ძირითად ყალბ საჩუქრებსა და ჯილდოებს ეხება.

ამ ყველაფრის საპასუხოდ YouTube სამ ახალ ფუნქციას ამატებს. პირველი — ანგარიშის მფლობელებს აღარ ექნებათ გამომწერების დაფარვის შესაძლებლობა, რასაც სპამერები სათავისოდ იყენებენ. ცხადია, ამ ინფორმაციის გამოყენებით, ადვილი მისახვედრია, რომელი ანგარიშია ნამდვილი და რომელი — ყალბი.

მეორე ფუნქცია სახელებში კონკრეტული სიმბოლოების რაოდენობის შეზღუდვას ეხება. ზოგადად, როდესაც თაღლითები ახალ ანგარიშს ქმნიან, ისეთ სახელებს ამჯობინებენ, რომლებიც ოფიციალურს ჰგავს, მაგალითად, “¥ouⓉube” ნამდვილი YouTube-ს ნაცვლად. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ასეთი სიმბოლოების გამოყენება ამიერიდან შეზღუდული იქნება, მსგავსი ტაქტიკის გამოყენება გაუჭირდებათ.

დაბოლოს, მესამე ცვლილება კრეატორების მიერ კომენტარების უფრო მკაცრ კონტროლს ეხება. აღნიშნული ფუნქციის ტესტირება ჯერ კიდევ მიმდინარე წლის დასაწყისში დაიწყო. მისი გამოყენებით შეგიძლიათ, “held for review” ველში “increase strictness” მიუთითოთ და ასე შეამციროთ სპამების რაოდენობა. ბუნებრივია, ეს ბოლომდე ვერ უზრუნველყოფს სპამერებისგან დაცვას, უბრალოდ, საქმეს შეგიმსუბუქებთ.

ლონდონში გამოფენილია პრინცესა დიანას იშვიათი პორტრეტი

Porsche Cayenne Platinum Edition საქართველოშია