in

YouTube ფასიანი ვიდეოს „ნახვებს“ აღარ დაითვლის

An employee holding recording equipment walks past a YouTube logo at the company's YouTube Space studio in Tokyo.

დაფინანსებული მუსიკალური ვიდეო YouTube-ის ტოპ ჩარტებში ვეღარ მოხვდება. Bloomberg-ის ინფორმაციით, პლატფორმა, ფასიანი კონტენტის „ნახვებს“ აღარ დაითვლის და აღარც ყოველდღიურ ანგარიშში შეიტანს. ამით მუსიკალურ ინდუსტრიაში დღემდე სადაო პრაქტიკა დასრულება, თუმცა, YouTube-ის გაყიდვები შემცირდება.

BOG
BOG
photo credit – Bloomberg

საქმე ისაა, რომ ხელოვანები და ხმის ჩამწერი სტუდიის წარმომადგენლები, როგორც წესი, პლატფორმაზე, რეკლამის სახით ათავსებენ სადებიუტო სიმღერებს. ასე, ვიდეოს უფრო მეტი ადამიანი ნახულობს და შესაბამისად, YouTube-ის ჩარტების სათავეში ხვდება. Bloomberg News წერს, რომ კომპანიის ხელმძღვანელობამ მხოლოდ ახლა გადააფასა თავისი რეკორდული მაჩვენებლები და აღმოჩნდა, რომ მონაცემები, ხშირად, არც თუ ობიექტური იყო.

მაგალითად, ინდოელი რეპერის Badshah-ს სიმღერამ “Paagal”, ერთ დღეში, ყველანაირი რეკორდი მოხსნა და 75 მილიონზე მეტი „ნახვა“ დააგროვა. ამ დროს, YouTube კი არ უხდიდა მას ჰონორარს, პირიქით, მომღერალმა, ფასიანი კონტენტის სახით განათავსა ვიდეოკლიპი პლატფორმაზე. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, უნებურად ხელი შეუწყვეს იმ პრაქტიკას, რაც მათსავე პოლიტიკას ეწინააღმდეგება, მაქსიმალურად გამჭვირვალე და რეალური მონაცემები აჩვენონ შემსრულებლებს, რეკლამის დამკვეთებსა თუ საზოგადოებას.

 

სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტი“ წამახალისებელ გათამაშებას იწყებს

თბილისში ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმი იხსნება