Youtube-ის კრეატორები Stories უნდა დაემშვიდობონ, რადგან 26 ივნისის შემდგომ ახალი Youtube Story-ს შექმნა აღარ იქნება შესაძლებელი. ხოლო ნებისმიერი სთორი, რომელსაც მანამდე განათავსებენ, ატვირთვიდან 7 დღეში გაქრება…
ამ ფორმატზე Youtube-მა თავდაპირველად 2017 წელს განაცხადა, თუმცა ეს მაშინ სატესტო რეჟიმი იყო და ჯერ Stories კი არა, Reels ერქვა. აი, მომდევნო წელს კი, პლატფორმამ სახელი შეიცვალა და ახალი ფუნქცია უფრო მასშტაბურად გამოუშვა. ისიც მართალია, რომ ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე Stories მრავალმა პლატფორმამ დაამატა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პოპულარული Snapchat-მა გახადა, შემდგომში კი ეს ტრენდი Instagram-მა ღირსეულად დაამკვიდრა…
სიმართლე რომ ვთქვათ, Youtube-ს, ალბათ, არც სჭირდება Stories და TikTok-ის სტილის Shorts-ები ერთად, ეს უკანასკნელი კი არსად მიდის… მეტიც, Youtube-ის განცხადებით, „კრეატორების, რომლებიც ორივე ფორმატს იყენებენ, პოსტებს საშუალოდ უფრო მეტი კომენტარი და მოწონება აქვს, ვიდრე Story-ს“.