in

YouTube კრეატორებისთვის თანხის გამომუშავებას აადვილებს

შეიძლება ითქვას, რომ დროთა განმავლობაში YouTube ტელევიზიის ალტერნატივად ჩამოყალიბდა, რასაც გადაცემების ამ ციფრულ სივრცეში გადმოტანაც მოწმობს. რეალურად, ამას თავისი ობიექტური მიზეზი აქვს კრეატორებისთვის — Forbes-ის სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, ათმა ყველაზე მაღალანაზღაურებადმა იუთუბერმა ერთი წლის ვადაში 300 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

დღეისათვის პლატფორმაზე მილიონობით კრეატორია თავმოყრილი — უბრალოდ. ზოგიერთი ნაკლებად პოპულარულია, მიუხედავად იმისა, რომ გულმოდგინედ მუშაობენ ხარისხიანი კონტენტის შექმნაზე. პოპულარობის ნაკლებობა კი ნახვების მცირე რაოდენობაზეც აისახება, რაც შემოსავლის ამ გზით მიღებასაც უშლის ხელს. ახლა კი Youtube კონტენტის შემქმნელებს თანხის გამომუშავებას გაუადვილებს — თუკი აქამდე მინიმუმ 1000 გამომწერი გჭირდებოდათ, რის შემდეგაც YouTube Partner Program-ზე შეერთებას შეძლებდით, ახლა ამისთვის მხოლოდ 500 გამომწერია საჭირო.

ასევე, ბოლო 12 თვეში კონტენტმა 3000 საათის ოდენობის ნახვა უნდა დააგროვოს, ნაცვლად 4000 საათისა.

როგორ გაუყო საკუთარი ბინა შეფ-მზარეულმა კობამ უკრაინელ დევნილებს

საქართველოს ბანკის მობილბანკით ბანკებს შორის თანხის მომენტალური გადარიცხვა 24/7-ზეა შესაძლებელი