YouTube ბავშვებსა და ტინეიჯერებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა, თუმცა, TikTok-ის გამოჩენის შემდეგ, ბევრი რამ შეიცვალა. ახლა, როგორც The Information იტყობინება, YouTube TikTok-ის ანალოგის შექმნაზე მუშაობს, ახალ პროდუქტს კი Shorts ერქმევა. ის მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს მოკლე ვიდეოები ატვირთონ აპლიკაციის სიახლეების ზოლში, ისევე, როგორც ეს TikTok-ზეა შესაძლებელი. ახალი სოციალური ქსელი მომხმარებელს მისცემს შესაძლებლობას, ვიდეოების რედაქტირებისას, ისარგებლოს YouTube Music-ის ლიცენზირებული კატალოგით.
TikTok-ის მომხმარებელთა რიცხვი, უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში 125%-ით გაიზარდა (App Annie-ს ანგარიში 2020 წლის იანვრის ჩათვლით). დღეისათვის, ტიკტოკს 2 მილიარდზე მეტი ყოველთვიური აქტიური მომხმარებელი ჰყავს. YouTube-ის მხრიდან, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ის პოპულარული ონლაინ რესურსის ანალოგის შექმნას ცდილობს. მან, ცოტა ხნის წინ, Instagram Stories-ის მსგავსი სისტემაც შემოიღო. აღსანიშნავია, რომ ტიკტოკის ანალოგის შექმნაზე Facebook-იც მუშაობს. მისი ახალი აპლიკაცია – Lasso, რომელიც ტიკტოკის მსგავსია, ამ ეტაპზე, ბრაზილიის ბაზარზე იტესტება.