დიახ, ჩვენ იმაზე გესაუბრებით, რაც Youtube TV-ის კიდევ უფრო ღირებულს ხდის. მართალია, ისინი სუპერ გამჭვირვალობას არ მისდევენ, მაგრამ ფაქტია, რომ მაყურებლებისთვის კონტენტის ყურების გამოცდილება უკეთესი გახადეს. ამაში ეს 4 ფუნქციაც მარტივად დაგარწმუნებთ:
არხების დალაგება ან დამალვა
ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი საყვარელი არხების წინა პლანზე გადმოტანა შეგიძლიათ და იმის დამალვა, რომელსაც არასდროს უყურებთ ან უბრალოდ გაღიზიანებთ. ამას თქვენს კომპიუტერში Account Settings-ების Live Guide-ის დახმარებით მარტივად მოახერხებთ. სექციაზე წვდომისთვის კი თქვენი პროფილის ფოტოს მარჯვენა ზედა კუთხეში უნდა დააკლიკოთ.
დიახ, სწორედ აქედან შეძლებთ არხების გადაწყობას. მეტიც, ყველა არხის დამალვაც შეგიძლიათ თუ მარჯვნივ არსებულ პატარა თვალის ნიშნულს დააკლიკებთ.
ქულების დამალვა, რათა თავიდან აიცილოთ სპოილერები
ხშირად გადატვირთული გრაფიკის გამო თუ ვერც თქვენ ახერხებთ, მაგალითად, ფეხბურთის რეალურ დროში ყურებას, სპოილერების თავიდან არიდება თქვენთვის გამოწვევას არ უნდა წარმოადგენდეს და სწორედ ამას გპირდებათ Youtube TV. საშუალებას გაძლევთ, დამალოთ ფინალური ქულები ან Live მიმოხილვები. ამისთვის, თქვენი გუნდის გვერდი მოძებნეთ, შემდეგ სამწერტილიან მენიუს დააკლიკეთ და სპოილერების თავიდან ასაცილებლად Hide all scores for this team აირჩიეთ.
წევრობის შეჩერება
არ აქვს მნიშვნელობა, დასასვენებლად მიდიხართ, რამდენიმე სახლი გაქვთ თუ უბრალოდ ცოტა ხნით ტელევიზიის გათიშვა გჭირდებათ, Youtube TV გამოწერის შეჩერების საშუალებას გაძლევთ, თუმცა 24 კვირამდე ვადით. ამისთვის კვლავ Account Settings-ში უნდა შეხვიდეთ, თუმცა ამჯერად Subscription აირჩიოთ და გადაწყვიტოთ დააპაუზებთ თუ სრულიად შეაჩერებთ გამოწერას. დაპაუზება 4 კვირის მანძილზეა შესაძლებელი.
განიხილეთ 4K მაშინაც კი, თუ ეს დიდად არ განაღვლებთ
თუ 4K TV გაქვთ, Youtube 4K კონტენტის შეზღუდულ არჩევანს გთავაზობთ. ეს მშვენიერია, მაგრამ რამდენად ღირს თვეში 20 დოლარად? ამას ღირებულად 4K Plus სამი მიზეზის გამო აქცევს. პირველი: შეუზღუდავი Youtube TV თქვენს სახლში. იგი ერთდროულად 3 სტრიმინგს გთავაზობთ, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ სახლში ყველას ერთ დროს სხვადასხვა მოწყობილობაზე სხვადასხვა შოუს ყურება მოუნდა, ამას მარტივად მოახერხებენ.
მეორე, ეს სახლის გარეთაც შესაძლებელი იქნება — მოკლედ რომ ვთქვათ, Youtube სახლად ერთ Wi-Fi ქსელს განიხილავს, ასე რომ თუ, მაგალითად, დედათქვენი თქვენს მეზობლად ცხოვრობს, Youtube TV-თ სარგებლობას ისიც მარტივად შეძლებს.
მესამე მახასიათებელი კი ტელეფონებსა და პლანშეტებზე ჩამოტვირთვის ფუნქციაა, რაც მათი მოგვიანებით ნახვის საშუალებას გაძლევთ. დიახ, ეს შესანიშნავია მოგზაურობისა და სხვა გარე აქტივობების დროს, სადაც ინტერნეტზე წვდომა არ გაქვთ. ამ უპირატესობების მისაღებად Setting-ებისკენ უნდა გაეშუროთ, აირჩიოთ Membership და ჩართოთ ღილაკი 4K Plus-ის გასწვრივ.