ერთ-ერთი დისკომფორტი, რომელიც YouTube-ის მოხმარებას უკავშირდება, დიდ ვიდეოებში შესაბამისი მომენტის პოვნაა. ანუ, ვიდეოს იმ ნაწილის, სადაც ჩვენთვის საინტერესო ინფორმაციაა გაჟღერებული. მის საპოვნელად, ხშირად, მთელი საათი გვიწევს ჩანაწერის ყურება. ამიერიდან, ეს პრობლემა აღარ გვექნება. ახალი ფუნქციის – Video Chapter-ების დახმარებით, მარტივად შევძლებთ ვიპოვოთ ის მონაკვეთი, რომელიც ჩვენთვისაა საინტერესო.
ერთი მხრივ, ეს სასარგებლოა მათთვის, ვინც პლატფორმას ვიდეოების სანახავად იყენებს, მეორე მხრივ კი, მათთვისაც, ვინც YouTube-ზე ავრცელებს საკუთარ კონტენტს. აღსანიშნავია, რომ ვიდეოების ავტორებს არ დასჭირდებათ დიდი ძალისხმევა იმისათვის, რომ ვიდეოს ატვირთვისას მასში ნაწილები/თავები გამოყონ. ერთადერთი პირობა ისაა, რომ მინიმუმ 10 წამიანი თავები მაინც უნდა გქონდეთ. პირველი „თავი“ კი 0:00-დან უნდა დაიწყოს.
0:00 We heard you and added Video Chapters.
0:30 You liked it.
1:00 Now it's official: Video Chapters are here to stay.
1:30 Creators, try Chapters by adding timestamps starting at 0:00 to your video description. Viewers, scrub to find exactly what you’re looking for.
2:00 Enjoy! pic.twitter.com/bIHGsGVmyW— YouTube (@YouTube) May 28, 2020
YouTube ამ ფუნქციას დიდი ხანია ცდის. ახლა კი, შესაძლებელი გახდა მისი გლობალურად ამოქმედება. დღეიდან, ფუნქცია ეტაპობრივად გახდება ხელმისაწვდომი სხვადასხვა ქვეყანაში. ეს ერთგვარი სარჩევია, რომელიც დიდი ვიდეოების ნახვისას ნამდვილად გამოგადგებათ. სარჩევი, რომელიც ნებისმიერ წიგნში და უკვე, YouTube ვიდეოებშიც გვხვდება.