in

YouTube-მა ვიდეოს ჩართვის პარამეტრებს დიზაინი შეუცვალა 

YouTube-მა ოფიციალურად განაახლა ვიდეოს ჩართვის ღილაკი და იგი უკვე გლობალურად ხელმისაწვდომიც გახადა. მეტად სუფთა, გამარტივებული ნავიგაციით არსებული გამოცდილების გაუმჯობესებას აპირებენ. შედეგად, მობილურ, ვებ და ჭკვიანი ტელევიზორების აპლიკაციებში ახლა გამჭვირვალე დიზაინი და რეორგანიზებული ჩარჩო დაგხვდებათ. 

BOG
BOG

ინტერფეისი უკვე ნაკლებ ვიზუალურ სივრცეს იკავებს, რითაც ვიდეო ექცევა ყურადღების ცენტრში. ტელევიზორებზე ვიდეოს დეტალები ზედა მარცხენა კუთხეში გადაიტანეს, ხოლო ისეთი საკონტროლო ფუნქციები, როგორებიცაა სუბტიტრები და ვიდეოს სისწრაფის პარამეტრები, ქვედა ჩანართში გვხვდება. 

რაც შეეხება მობილური აპლიკაციის მომხმარებლებს, ისინი უფრო დახვეწილი ცვლილებების მომსწრენი ხდებიან, მათ შორისაა აბების ფორმის საკონტროლო კლასტერები, რომლებიც შეხებაზე წვდომას ეკრანის ზედმეტად გადატვირთვის გარეშე ამარტივებს. 

თუმცა ესთეტიკის მიღმა, YouTube-მა პრაქტიკული ცვლილებებიც შემოგვთავაზა — ორჯერ დაკლიკება წინ ან უკან გადასახვევად ახლა უფრო გლუვი გადასვლით იქნება წარმოდგენილი, მოძრაობა კი ნაკლებად შემაწუხებელი გახდება თვალისთვის. ხოლო კომენტარების სექციები Reddit-ის და X-ის მსგავს პასუხების სისტემას გამოიყენებს, რათა ხანრძლივ დისკუსიებს მარტივად დავეწიოთ. 

თავად Like-ის ფუნქცია კი მეტ პერსონალიზმს შეიძენს: კონკრეტულ ვიდეოებზე თუ მოწონების ღილაკს შეეხებით, კონტენტთან დაკავშირებული თემატური ანიმაციები ჩაირთვება, რითაც გამოცდილებაც მეტად სახალისო გახდება. 

თუმცა მომხმარებლები ამ ამბავს ძალიან კარგადაც არ ხვდებიან, რადგან ფიქრობენ, რომ აღნიშნული უკვე დამკვიდრებული ჩვევების შეცვლას სთხოვს მათ. YouTube კი აღნიშნულ მოსაზრებას უპირისპირდება და ამას ევოლუციის ნაწილად თვლის, რომელიც პრაქტიკულობისა და მინიმალიზმის ბალანსს გვთავაზობს… 

რეალურად ახალი ვიზუალი სულაც არ შეცვლის იმას, რასაც ადამიანები უყურებენ, უბრალოდ მცირე ცვლილებები იქნება ყურების გამოცდილებაში. მით უმეტეს, რომ კონტენტზე ახლა მეტი ფოკუსირებით ვიდეოს პარამეტრები თითქმის უხილავი ხდება…

„ვოლტით” ამიერიდან ამანათების მიღება და გაგზავნა შეგიძლიათ – პირველი ერთი თვის განმავლობაში 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ

თბილისის ავტოპარკის განვითარების პროექტი – „თეგეტამ“ დედაქალაქს MAN-ის 200 ერთეული ავტობუსი მიაწოდა