in

YouTube ვიდეოებში ნაჩვენები პროდუქტების ჩამონათვალს შემოგვთავაზებს!

ეს შესაძლოა, ტრადიციული რეკლამის დასასრულად იქცეს

veon
veon

YouTube, თავისი ახალი ფუნქციით, ვიდეოებში ნაჩვენებ ნივთების იდენტიფიკაციას მოახდენს და შესაბამისი პროდუქტების ჩამონათვალს შემოგვთავაზებს. ეს ტექნოლოგია მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, მარტივად ამოიცნონ ვიდეოში ნაჩვენები პროდუქტები და მოძებნონ მასთან დაკავშირებული კონტენტი საიტზე.

ამ ეტაპზე ფუნქცია მხოლოდ რამდენიმე მომხმარებელთან გადის ტესტირებას, თუმცა ექსპერტები უკვე დადებით შედეგს პროგნოზირებენ. მათი მოსაზრებით, ეს უზარმაზარ ცვლილებას შეიტანს სარეკლამო ინდუსტრიაში.

“ჩვენი მიზანია, ხალხმა მეტი ვიდეო და ინფორმაცია ნახოს კონკრეტულ პროდუქტებზე, YouTube-ის საშუალებით” – აცხადებს კომპანია. მაგალითად, როდესაც ვნახავთ ვიდეოს, სახელწოდებით, “ტოპ 10 სმარტფონი”, ქვემოთ მოცემული იქნება დამატებითი ინფორმაცია, თითოეულ მათგანთან დაკავშირებით.

ამასთან ერთად, პლატფორმა შემოგთავაზებთ კონკრეტულ პროდუქტთან დაკავშირებულ სხვა ვიდეოებს. უკვე დიდი ხანია, YouTube-ის ალგორითმი საკმაოდ ზუსტად ასრულებს ავტომატურ გამოვლენას იმასთან დაკავშირებით, თუ რა ტიპის ვიდეოებს უყურებს ესა თუ ის მომხმარებელი და შესაბამის კონტენტს სთავაზობს. ამიტომაც, ახალ ფუნქციას პრობლემები ნამდვილად არ უნდა შეექმნას.

“რეკლამის დასასრული”

ახალი ფუნქცია კომერციალიზაციის გამარტივებას გულისხმობს, რაც მცირე ბიზნესისთვის უზარმაზარ პოტენციალს ქმნის. ძალიან ადვილია ვიდეოს ატვირთვა, სადაც თქვენს პროდუქტს წარადგენთ… “ეს შესაძლოა, ტრადიციული რეკლამის დასასრულად იქცეს” – ამბობს Brand designer Studio LWD-ს დამფუძნებელი ლორა უელდონი.

ალბათ, არაერთი ვიდეო შეგხვედრიათ, სადაც თავის მოვლისა და მაკიაჟის საშუალებებს წარადგენენ. მსგავსი კონტენტის შემქმნელებისთვის გაცილებით ხელსაყრელი იქნება ახალი ფუნქცია, რადგან ავტომატურად მოხდება პროდუქტების ამოცნობა.

სილამაზის კომუნიკაციების სააგენტოს Seen Group-ის სტრატეგიის დირექტორი ნატაშა ჰულმი იმასაც კი ვარაუდობს, რომ ამან შესაძლოა უფრო კრეატიული და დახვეწილი სახეც კი მიიღოს – მაგალითად, ვიდეოში გამოყენებული მაკიაჟის გარკვევა.

„ალიზი“ – „პირველი დეველოპერული კომპანიაა, რომელიც სამეზობლოს აშენებს“

TalTech-ში განაცხადის შეტანის ბოლო ვადა ახლოვდება!