in

YouTube-ს ვიდეოს შემაჯამებელი AI ინსტრუმენტი ემატება

ოდესმე გქონიათ ისეთი შეგრძნება, რომ რომელიმე ვიდეოს ყურებაში ტყუილად დაკარგეთ დრო? სათაურმა სულ სხვაგვარი შთაბეჭდილება შეგიქმნათ და საბოლოოდ სულ სხვა რამე შეგრჩათ ხელში… ამ უხერხულობის მოსაგვარებლად, YouTube ახალ AI ინსტრუმენტზე მუშაობს, რომელიც ვიდეოების შემაჯამებლის როლს შეითავსებს და კონტენტის სწრაფ მიმოხილვას უზრუნველყოფს.

კომპანია განმარტავს, რომ ეს ტექსტური ველები თავად კრეატორების მიერ დაწერილ ვიდეოს აღწერილობებს არ ჩაანაცვლებს. პირიქით, აღნიშნული ფუნქცია მაყურებელს საშუალებას მისცემს, ვიდეოს შესახებ სწრაფი მიმოხილვა წაიკითხონ და გადაწყვიტონ, რამდენად სურთ მისი ყურება.

ამ დროისთვის სისტემა საცდელ ეტაპს გადის და შეზღუდული რაოდენობის ინგლისურენოვან ვიდეოებზე გამოჩნდება ახალი ჩანართი. როგორც TechCrunch აღნიშნავს, AI-ს მიერ გენერირებული რამდენიმე „ვიდეო შემაჯამებელი“ ხელმისაწვდომია ბაზარზე, თუმცა არც ისე ეფექტურად მუშაობს და მომხმარებელთა თუ კრეატორთა უკუკავშირიც არაერთგვაროვანია.

ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ, რამდენად შეასრულებს საჭირო მოთხოვნებს იუთუბის ხელოვნური ინტელექტი.

წარბს რომ გვიწევენ, McDonald’s-ზე მიგვანიშნებენ?

„საკმარისად კარგი მხოლოდ საუკეთესო პროდუქტია” – LEGO-ს ისტორია