in

შესაძლოა, YouTube-ს ვიდეოს გადმოწერის ფუნქცია დაემატოს

იგი YouTube Premium-ის აბონენტებისთვის უკვე ხელმისაწვდომია

veon
veon

YouTube ვიდეოს ჩამოტვირთვის ღილაკს ტესტავს, რათა მომხმარებლებმა ვიდეოს ასლის შენახვა მარტივად შეძლონ. ახალი ფუნქცია YouTube Premium-ის აბონენტებისთვის უკვე ხელმისაწვდომია.

იგი ამჟამად ტესტირებას ბრენდის ექსპერიმენტული ახალი ფუნქციების განყოფილებაში. და ვინ იცის, იქნებ ერთ დღესაც YouTube გამოცდილების განუყოფელ ნაწილადაც კი იქცეს. ამ შემთხვევაში აღარ დაგჭირდებათ მესამე მხარის პროგრამული უზრუნველყოფის ან საეჭვო საიტების გამოყენება.

Android Police-ის თანახმად, ეს ფუნქცია ადვილი გამოსაყენებელია. დარეგისტრირების შემდეგ ჩამოტვირთვის ღილაკს სათაურის ქვეშ მდებარე ინსტრუმენტთა პანელის ქვეშ იხილავთ. გადმოწერილი ვიდეოების ნახვა კი შესაძლებელია პლატფორმის კონკრეტულ გვერდზე.

აღსანიშნავია, რომ ახალი მახასიათებელი მხოლოდ Chromium ბრაუზერების შემთხვევაში იმუშავებს – Google Chrome, Edge და Opera. ამრიგად, Mac მომხმარებლები, Safari-ს საშუალებით, ჩამოტვირთვის ფუნქციით სარგებლობას ვერ შეძლებენ.

ამასთან, YouTube Premium -ის ღირებულება თვიურად ერთი წევრისთვის 11.99 აშშ დოლარს აღწევს. ხოლო ოჯახის ექვს წევრამდე პირისთვის მისი გააქტიურება 17.99 დოლარად არის შესაძლებელი.

შვეულმფრენის ფორმის მიკროჩიპი – მსოფლიოში ყველაზე პატარა საფრენი სტრუქტურა!

ქალი მექანიკოსი სატვირთოების სამყაროში – გაიცანით, სალომე ჩხვიმიანი